მარიამ ქვრივიშვილი:"ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია, სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ის ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას"

„დღევანდელი დღე ნათლად აჩვენებს, რომ რეგიონალური თანამშრომლობა, კეთილმეზობლობა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა ქმნის ძლიერ საფუძველს მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

მარიამ ქვრივიშვილმა ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის და შუა დერეფნის მარშრუტის გაძლიერების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში რეგიონულ თანამშრომლობასა და იმ მსხვილ, სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც საკვანძო როლს შეასრულებს შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების პროცესში. ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე.

 

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან, რკინიგზის მოდერნიზაციასა და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ის ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას, რომელიც აძლიერებს საქართველოს როლს როგორც საიმედო პარტნიორის და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ნაკადების ერთ-ერთ მთავარ დამაკავშირებელ რგოლს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს გავლით ჩინეთთან და ყაზახეთთან კონტეინერული გადაზიდვები 33 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა თითქმის ექვსჯერ აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებლები მიუთითებს არა მხოლოდ მზარდ მოთხოვნაზე, არამედ მარშრუტის დიდ პოტენციალზე.

 

„ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მარაბდა-კარწახის მონაკვეთის ეფექტიანი მართვის მიზნით დაფუძნდა ერთობლივი საწარმო, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთზე გადაზიდვების ოპერირებას ექსკლუზიურად ახორციელებს „საქართველოს რკინიგზა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ და სომხეთის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრმა დავით ხუდატიანმა.

 

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია. ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებით ნაკადების გატარებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს. მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, ხოლო აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი.

 

 





მსგავსი სიახლეები
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
თამარ იოსელიანი: "შუა დერეფანი უკვე არა ალტერნატიული, არამედ საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება"
თამარ იოსელიანი: "ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ქმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რაც გააუმჯობესებს რეგიონში არსებული ტვირთების მომსახურებას და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს როლს შუა დერეფანში"
კახა კალაძე - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაძლევს იმედს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
პრემიერი:Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის
მარიამ ქვრივიშვილი:"ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის"
მარიამ ქვრივიშვილი:"ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია, სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ის ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას"
ირაკლი კობახიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ისტორიული პროექტია, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
მარიამ ქვრივიშვილი: "ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის"
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა
პრემიერი - საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა, სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას
ირაკლი კობახიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში
TBC x Miro - თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები
ვალუტის განახლებული კურსი 2 ივნისისთვის
2 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდება
"ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ძალიან დიდ შედეგს მოგვიტანს"-მარიამ როჭიკაშვილი
საქსტატი - 2026 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან სომხეთში რკინიგზით 280 ტონა ხორბალი და 277 ტონა სასუქი გაიგზავნა
"ITB China საქართველოსთვის ძალიან მასშტაბური გამოფენა და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მთლიანად ტურიზმის სექტორისთვის"-ნატალია ჩანადირი