ვატო შაქარიშვილი: არანაირი ობიექტური ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება, არ არსებობს
განვლილ 35 წელიწადში, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ფურცელზე, მაგრამ მივიღეთ ენჯეოების და საელჩოების მმართველობა საქართველოში, ჩვენ დაგვაჯერეს, რომ ბატონის გამოცვლა იყო სწორედ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.
შაქარიშვილის თქმით, მათი პარტიის შეთავაზება ხელისუფლების მიმართ არის ქვეყნის ნეიტრალიტეტი.
„ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით და ახალი უღლის დადგმა ჩვენვე დავისახეთ ეროვნულ მიზნად და კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩვენ მოგვიტანა ომები, მუდმივი პოლიტიკური კრიზისები, გაჭირვება, არასტაბილურობა და რისკი იმისა, რომ კვლავ აღმოვჩნდებით იმ კონფლიქტში, რომელიც არსებობს ორ დიდ მსოფლიო მოთამაშეს შორის.
ჩვენი შეთავაზება არის ნეიტრალიტეტი, ნეიტრალური სტატუსი. მკაფიოდ თქმა იმისა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველასთან, ეს არ ნიშნავს იზოლაციას, ან ჩაკეტილობას, ეს ჩვენ გვიხსნის გზას ყველა მიმართულებით. არ შეიძლება მხოლოდ ერთი მიმართულებით სვლა", - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის თქმით, არანაირი ობიექტური ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება, არ არსებობს.
„ღირებულებითი თუ ეკონომიკური კრიზისები უფრო ღრმავდება და ევროკავშირი ღიად დეკლარირებს, რომ 2030 წლისთვის ის ემზადება რუსეთთან პირდაპირი ომისთვის. რუსეთთან ომი დღესაც აქვს მას უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ის ემზადება რუსეთთან ღია ომისთვის, ზრდის მილიტარიზაციის მიმართულებით ბიუჯეტს, ლაპარაკობს ნატოს ახალ ალტერნატივაზე, რომელიც იქნება ევროპის ერთიანი უსაფრთხოების სისტემა და ამაზე ღიად საუბრობენ.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ მივდივართ იმ კავშირისკენ, რომელიც ოფიციალურად დეკლარირებს, რომ 2030 წლისთვის რუსეთთან პირდაპირ ომში უნდა ჩაერთოს. ანუ რას ნიშნავს, რომ ჩვენც ამ დაპირისპირების ნაწილად უნდა ვიქცეთ?", - განმარტა შაქარიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
,,დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება''- მაკა ბოჭორიშვილი
,, არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღისა და ბოღმის ნთხევის გარეშე''- სოზარ სუბარი
ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ "ჩერგოდ" მოგვევლინა
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი
ირაკლი ფავლენიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება
თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება
,,ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა''- თეა წულუკიანი
ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის - თეა წულუკიანი
"მან რომ კარგი გააკეთა, ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ და როდესაც აღმოჩნდა, რომ რაღაც ჰქონდა დაშავებული იქ კანონი არ ასხვავებს" - თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი: ხელისუფლებამ შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ
„მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას" - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი, არც მოხდება''- კოტე ჟღენტი
,, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო''- არჩილ გორდულაძე
,, ალიანსის საერთო კამპანიაში ჩაერთვება ყველა პარტია, რომლისთვისაც ერთობაა მნიშვნელოვანი''- გიორგი ბუტიკაშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მთელ რიგ საკითხებს ზეწოლისა და შანტაჟისთვის იყენებს, ამას ევროკავშირთან დაახლოებასთან კავშირი არ აქვს
ანა წითლიძე - გვარამიამ საკუთარი თავის შესაქმნელად სააკაშვილის რესურსი გამოიყენა, მისგან თითის ქნევას ვერ მივიღებთ, ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალური მოძრაობა“, თავად არის
კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად ოპოზიციაში იბრძვიან, რომელი იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას