ლევან ხაბეიშვილი - საჭიროა მოქმედება, კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო
მდორე, „დაველოდოთ", „თავისით მოხდება" პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას, მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, საჭიროა მეტი აქტიურობა.
„მდინარაძის განცხადება - სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით, მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ, თუ ეს ასე არ არის, კითხეთ ჯაფარიძეს, ეთანხმება თუ არა მამუკა მდინარაძეს რამდენიმე ყაჩაღის გამო მთელი სვანეთი რომ უნდა დაისაჯოს; ჰკითხეთ ვიქტორს, გამოიმუშავებს თუ არა კრიპტოს მისი კლანი სვანეთში, უფასო დენით.
130 მლნ კილოვატ-საათი რომ ებევრა მდინარაძეს, კითხეთ, ივანიშვილი გლდანში 430 მლნ მდე კილოვატ-საათს რომ მოიხმარს ( თბილისის მოსახლეობის 50%), ამაზე რას ფიქრობს და არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხალხს დენი ბიძინამ ვიქტორ ჯაფარიძის და „ასეთების" გამო გაუძვირა.
კობახიძე vs ჯაფარიძე, ეს არის პასუხი ხუნდაძის საბოტაჟზე კობახიძის მიმართ.
სიგნალია, თუ ასე გააგრძელებს „მეამბოხე ხალხის ძალა", მაშინ მათ ფულის ტომარას დასჯიან და დატოვებენ შავი ფულის გარეშე.
შიდა კლანური დაპირისპირების ახალი ტალღა ივანიშვილის კარზე.
ამასობაში კობახიძე გამზადებულია „დასაკლავად" და მის შემცვლელად წულუკიანი და ქვრივიშვილი განიხილება.
უბრალოდ უნდა გავიხსენოთ, რომ ასე მდორე, „დაველოდოთ", „თავისით მოხდება", პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას, მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, თავგანწირვა და რისკი საჭირო აქტიურობაა.
პ.ს მომეცა უფლება, ფოსტით მივიღო წერილები, გთხოვთ, არ დაიზაროთ და მომწეროთ თქვენი ანალიზი და პოზიციები, ასევე წერილთნ ერთად გამომიგზავნეთ რაიმე ბეჭდური მასალა (გაზეთები) :))
მისამართი: ქ. რუსთავი #12 პენიტენციური დაწესებულება", - აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი.
მსგავსი სიახლეები
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
,,დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება''- მაკა ბოჭორიშვილი
,, არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღისა და ბოღმის ნთხევის გარეშე''- სოზარ სუბარი
ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ "ჩერგოდ" მოგვევლინა
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი
ირაკლი ფავლენიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება
თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება
,,ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა''- თეა წულუკიანი
ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის - თეა წულუკიანი
"მან რომ კარგი გააკეთა, ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ და როდესაც აღმოჩნდა, რომ რაღაც ჰქონდა დაშავებული იქ კანონი არ ასხვავებს" - თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი: ხელისუფლებამ შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ
„მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას" - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი, არც მოხდება''- კოტე ჟღენტი
,, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო''- არჩილ გორდულაძე
,, ალიანსის საერთო კამპანიაში ჩაერთვება ყველა პარტია, რომლისთვისაც ერთობაა მნიშვნელოვანი''- გიორგი ბუტიკაშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მთელ რიგ საკითხებს ზეწოლისა და შანტაჟისთვის იყენებს, ამას ევროკავშირთან დაახლოებასთან კავშირი არ აქვს
ანა წითლიძე - გვარამიამ საკუთარი თავის შესაქმნელად სააკაშვილის რესურსი გამოიყენა, მისგან თითის ქნევას ვერ მივიღებთ, ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალური მოძრაობა“, თავად არის
კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად ოპოზიციაში იბრძვიან, რომელი იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას