გრიგოლ გეგელია - გვითხრეს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, აშშ არ არის ბოიკოტების, არჩევნების გამოტოვების მხარეს

მე ვიტყვი, ზუსტად რა პრეფერენცია, რა სურვილი გააჩნია სახელმწიფო დეპარტამენტს - ეს იყო ყველაზე მკაფიოდ განმარტებული ნაწილი. გვითხრეს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, - ამის შესახებ „ლელოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

„ისინი ხედავენ, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან ყველაზე პროამერიკული, ყველაზე ჯანსაღი, ყველაზე მეტი ხედვის მქონე, ყველაზე მეტი გამოსავლის მქონე, კარგად იციან ამ პარტიებმა, როგორ მართონ ქვეყანა, როგორ გადაჭრან სოციალური პრობლემები, ამავე დროს ეს პარტიები არ არიან წარმოდგენილი პოლიტიკურ ინსტიტუტებში, რაც, ამერიკის აზრით, პირდაპირ საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ სტაბილურობას", - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

 

გეგელიას თქმით, ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრისას ითქვა, რომ აშშ არ არის ბოიკოტების მხარეს.

 

„სრულიად პირდაპირ ითქვა, რომ აშშ არ არის ბოიკოტების მხარეს, არ არის არჩევნების გამოტოვების მხარეს, არ არის ბრძოლის ამა თუ იმ ფორმაზე უარის თქმის მხარეს, არამედ არის იმის მხარეს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესში, მაქსიმალურად სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, პოლიტიკური ინსტიტუტების ცხოვრებაში, წარმოადგინოს ერის ინტერესები და იბრძოლოს ყველა იმ ბერკეტის გამოყენებით, რაც არსებობს.

 

ჩვენ არ ვუყურებთ საგარეო შეხვედრებს ისე, რომ ვთქვათ, უნდა მივიღოთ რაღაც ინსტრუქცია, ასე ქენით, ისე ქენით - არა. უბრალოდ, ჩვენი პარტნიორები უყურებენ პროცესს, არიან ჩართულნი მასში, ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, ინფორმირებული ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წავიდეს პროცესები წინ და უნდათ, რომ სწორმა ენერგიებმა სწორი რაღაცები გააკეთონ. ამიტომ, როგორც მეგობრები, ისინი გვეუბნებიან, რომ ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ საბრძოლველად და რაც შეიძლება მეტ პოლიტიკურ ინსტიტუტში უნდა ვიყოთ წარმოდგენილი", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ „ტვ პირველის" ეთერში.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ამერიკულ დელეგაციას აუხსნა, რამ გამოიწვია ბოიკოტი, თუმცა მათ მიაჩნიათ, რომ ბრძოლაზე არავინ არ უნდა თქვას უარი.

 

„მე პირადად მათ ავუხსენი ის გარემო, რომელშიც იყო და არის და უფრო უარესად არის საქართველო. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ის გაუსაძლისი ვითარება, რაც შექმნა „ქართული ოცნების" რეჟიმმა, სრულიად შეუსაბამო და შეუთავსებელია ნებისმიერ დემოკრატიულ მოვლენასთან, ნებისმიერ არჩევნებთან, მაგრამ ამავე დროს კარგად ესმით, რომ ბრძოლაზე არავინ არ უნდა თქვას უარი, რადგან ბრძოლის გარეშე ასეთი ტიპის რეჟიმს უბრალოდ ვერ დაამარცხებ", - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

 





მსგავსი სიახლეები
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
,,დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება''- მაკა ბოჭორიშვილი
,, არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღისა და ბოღმის ნთხევის გარეშე''- სოზარ სუბარი
ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ "ჩერგოდ" მოგვევლინა
თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძეზე: ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი
ირაკლი ფავლენიშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება
თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება
,,ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა''- თეა წულუკიანი
ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის - თეა წულუკიანი
"მან რომ კარგი გააკეთა, ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ და როდესაც აღმოჩნდა, რომ რაღაც ჰქონდა დაშავებული იქ კანონი არ ასხვავებს" - თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი: ხელისუფლებამ შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ
„მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას" - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი, არც მოხდება''- კოტე ჟღენტი
,, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო''- არჩილ გორდულაძე
,, ალიანსის საერთო კამპანიაში ჩაერთვება ყველა პარტია, რომლისთვისაც ერთობაა მნიშვნელოვანი''- გიორგი ბუტიკაშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მთელ რიგ საკითხებს ზეწოლისა და შანტაჟისთვის იყენებს, ამას ევროკავშირთან დაახლოებასთან კავშირი არ აქვს
ანა წითლიძე - გვარამიამ საკუთარი თავის შესაქმნელად სააკაშვილის რესურსი გამოიყენა, მისგან თითის ქნევას ვერ მივიღებთ, ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალური მოძრაობა“, თავად არის
კახა კალაძე - მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად ოპოზიციაში იბრძვიან, რომელი იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი
კახა კალაძე - ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგისთვის მზად ვართ
მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას