ალექსი მაჭავარიანი ლონდონში კიდევ ერთხელ აღიარეს

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი, მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამის შესახებ მისი ვაჟის, ასევე ცნობილი დირიჟორის, - ვახტანგ მაჭავარიანის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან ვგებულობთ, რომელსაც, „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელდ გთავაზობთ:

„მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი დიდი სიხარული:

1)  ლონდონში, ყოველწლიურ ჟურნალში "Shakespearean International Yearbook"  გამოვიდ პროფესორისა და დოქტორის, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის პროფესორის, ქ-ნი მიშელ ასსაი'ს (Michelle Assay) ვრცელი წერილი სახელწოდებით: "Hamlet in Soviet/post- Soviet Operatic Afterlife. Between Individuality and Political Allegory", სადაც კვანძური ადგილი უკავია ალექსი მაჭავარიანის ოპერა "ჰამლეტ"-ის ბრწყინვალე ანალიზს და ეთმობა მრავალი გვერდი.

2) ხოლო ამა წლის 10 და 11 დეკემბერს ჩატარდა ონლაინ კონფერენცია მოწყობილი მანჩესტერის და Huddersfield-ის უნივერსიტეტების მიერ  ინგლისის სამეფო მუსიკალური აკადემიის მხარდაჭერითა და პატრონაჟით, სახელწოდებით "Shakespeare in Music" New Interdisciplinary Perspectives, Inaugural Online Conference of the Shakespeare and Music Study Group, სადაც, ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ალექსი მაჭავარიანის ოპერა "ჰამლეტს" და კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქ-მა მიშელ ასსაიმ; Founder and Chair of Shakespeare and Music International Study Group (RMA).

ეს ის ოპერაა, რომელიც ალექსი მაჭავარიანმა  1979 წ. დაასრულა და რომელიც, აი უკვე 41 წელია არ გაიკარა თბილისის ოპერის თეატრმა. მისი დადგმის  შემოთავაზებები იყო პეტერბურგის "მარიას" სახელობის თეატრისგან (სადაც სენსაციური წარმატებით დაიდგა მისი ბალეტები "ოტელო" და "ვეფხვისტყაოსანი")  და კიდევ სხვა თეატრებიდან... მაგრამ, ავტორმა მადლობის შემდეგ მტკიცედ განაცხადა, რომ მან ეს ოპერა შექმნა ქართულ ენაზე და ოპერამ, პირველად სწორედ ქართულ ენაზე უნდა გაიჟღეროს.

მესმის, რომ გასული საუკუნის 80-ან და 90-ნ წლებში, რთული იყო თეატრის მესვეურებისთვის და ნომიკლატურული ბატონებისთვის  ჩაწვდომოდნენ პირველი ქართული "მუსიკალური დრამის" არსს, რაც უჩვეულო იყო მათთვის და რომელი ოპერის ესთეტიკაც, მუსიკალური და ტექნოლოგიური  ენა  შეგვიძლია შევადაროთ გენიალური ალბან ბერგ-ის ოპერა "Wozzek"ს, (ოღონდ ქართული სულით) მაგრამ, დღეს ხომ უკვე XXI საუკუნეში ვართ და წესით, პროგრესი უნდა მომხდარიყო. სხვა შემთხვევაში, ამ უკუღმართობის ფესვები სხვაგან უნდა ვეძებოთ.

მიხარია, რომ ამჯერად ჩვენი თეატრის ხელმძღვანელობამ სურვილი გამოთქვა  "ჰამლეტის" განხორციელების თემაზე, მით უმეტეს, რომ ოპერის მუსიკით აღტაცებულია რეჟისორი ანდრეი კონჩალოვსკი და სიხარულით დათანხმდა, რომ აღნიშნული ოპერა თბილისში, ქართულ ენაზე დადგას“,- წერს ვახტანგ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

სტატია იხილეთ ბმულზე

-->

მსგავსი სიახლეები
საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
ბერლინალე 2023-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
"ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის მცირედი დაზიანება" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ხოჯალის გენოციდის 31 წლისთავს ხატვის კონკურსი ეძღვნება
კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნას აქვეყნებს
ეროვნული ბიბლიოთეკაში კუკური მეტრეველის წიგნის - „ჯავახეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი“ გამოცემის წარდგენა გაიმართა
დღეიდან იაპონიაში წიგნი „ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო“ გაიყიდება
საჩხერის მუნიციპალიტეტში პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა
"გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის საამაყო, ისტორიული სიმბოლო ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია" - გოჩა ჯავახიშვილი
კამპანიის "არა ქალზე ძალადობა" ფარგლებში სპექტაკლი გაიმართა
კონსერვატორიის დიდ დარბაზში კახეთში არსებული სალოტბარო სკოლების ანსამბლების ერთობლივი კონცერტი გაიმართება
ეროვნული არქივი აღდგენილი ქართული კინოს რეტროსპექტივას მასპინძლობს
თბილისის საკრებულოში ირინა აბესაძის წიგნის ,,საქართველოს მხატვართა კავშირის შექმნის სათავეებთან’’ პრეზენტაცია გაიმართა
რუსთავის თეატრი საიუბილეო საღამოსთვის ემზადება
"ეროვნულ მუზეუმში არ ხდებოდა ექსპონატების აღრიცხვა და ირღვეოდა დროებით გამოფენაზე გატანის ვადები"- აუდიტის დასკვნა
სახელწოდებით "სამოთხე მოიცდის" - აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
2022 წლის ყველაზე სექსუალურ კაცად 41 წლის მსახიობი - კრის ევანსი დაასახელა
მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა სპექტაკლებიდან მოხსნა
რუსთავი კომედიის თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს
კულტურის სამინისტროს შენობის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან სომხურ პანთეონში ნეშტები გადაასვენეს