22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სიურპრიზებით დახუნძლული დღეა. უჩვეულო შეხვედრებია მოსალოდნელი, შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელზეც წარსულში ბევრი გსმენიათ და ახლა მასთან საერთო საქმეშიც კი შეიძლება აღმოჩნდეთ.

კურო

საქმიან მოლაპარაკებებში მარტივად მოახერხებთ სხვების დაინტერესებას, იმოქმედეთ დამაჯერებლად და ყოყმანის გარეშე, ასეთი ქცევით გზას იმ ადამიანებისკენაც გაიკვალავთ, ვისთან საქმიან კავშირზეც სხვები ვერც იოცნებებენ.

ტყუპები

შესაძლოა თქვენი შეუპოვრობით და საქმისადმი განსხვავებული მიდგომით სწრაფად და წარმატებით შემოაბრუნოთ თითქმის უპერსპექტივო ბიზნესი და თანამოაზრეებიც შემოიკრიბოთ.

კირჩხიბი

ნუ გადაუხვევთ თქვენი არჩეული გზიდან და მიჰყევით მიზნისკენ მიმავალ გზას. შეუპოვრობა, სიმტკიცე და ძალისხმევა აუცილებელად დაგიფასდებათ და მიიღებთ იმას, რისთვისაც იბრძვით.

ლომი

შანსი გექნებათ განამტკიცოთ საქმიანი კავშირები და მოიზიდოთ თანამშრომლობისათვის მეტად საინტერესო ადამიანები. შეეცადეთ დღეს ბევრი რამ მოასწროთ და მიიღოთ საუკეთესო შედეგები.

ქალწული

შეეცადეთ წარმოაჩინოთ თქვენი დადებითი თვისებები. შინაგანი პოტენციალი და გონიერება, არის ალბათობა ვიღაც დაინტერესებული იყოს თქვენით და თვალს ადევნებდეს თქვენს უნარებსა და საქმესთან დამოკიდებულებას.

სასწორი

მეტად პოზიტიური და სასიკეთო დღეა. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი საქმე გააკეთოთ, აიღეთ ინიციატივა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გარშემომყოფთა კეთილგანწყობაც სასარგებლოდ გამოიყენოთ.

მორიელი

იყავით ყურადღებით და ნუ აჰყვებით ნეგატიურ ემოციებს მცირე გაუგებრობების შემთხვევაში. ნურც უნებლიე შეცდომა შეგაშინებთ თანდათან უფრო მოიმატებს სასიკეთო ტენდენციები და ყველაფერი გამოკეთდება.

მშვილდოსანი

დღეს შესაძლოა საინტერესო, გავლენიან ადამიანებს შეხვდეთ, თქვენ არა მარტო კარგ რჩევებს, არამედ მხარდაჭერასაც მიიღებთ მათგან და შესაძლოა თანამშრომლობასაც მიაღწიოთ.

თხის რქა

შესაძლოა ჩაიშალოს მოლაპარაკებები ან გაცილებით მეტი ფინანსები დაგჭირდეთ პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად, თუმცა გადამწყვეტ მომენტში შესაძლოა მოკავშირეებიც გამოჩნდნენ და ერთობლივი მუშაობით საქმეც სათქვენოდ შემობრუნდეს.

მერწყული

ბოლო დროის დაძაბული ურთიერთობები ნელნელა დალაგდება და თქვენი წარმატებებით ირგვლივ მყოფთა პატივისცემას მოიპოვებთ. შესაძლოა თქვენთან მუშაობით კონკურენტები ან ის ადამიანები დაინტერესდნენ, რომლებიც ადრე გმტრობდნენ კიდეც.

თევზები

შესაძლოა გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ და მოულოდნელად მიიღოთ მხარდაჭერა იმ ადამიანისგან, ვინც ყოველთვის განზე იდგა და საერთოდ არავითრა ყურადღებას არ იჩენდა თქვენს მიმართ.





მსგავსი სიახლეები
14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი