კორონავირუსის სტატისტიკა 7 აპრილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 713 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  687  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 327 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.48 %

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 713 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 223  PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 687 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  285 645-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.42 %.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 327 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  275 547-მდე.

 

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 840 პირი ემსხვერპლა.

 

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 351 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 68, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 41, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 232, საიდანაც: 1 984 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  954, აჭარაში - 304, იმერეთში - 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 352 პირი, მათ შორის, თბილისში - 171, აჭარაში - 36, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 63 პირი, მათგან თბილისში - 38, აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 180 - თბილისში, 106 - აჭარაში. 3 957  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 169 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 96, ხოლო აჭარაში - 9.

 

სულ  6 ოქტომბრიდან - 6 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 077 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 468 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 788 პირი, აჭარაში - 1 552, იმერეთში - 918.





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს