სკანდალი შვეიცარიის არმიაში: „ქალებს ქვედა საცვლები არ მოსწონთ“

გერმანული გაზეთი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ («Süddeutsche Zeitung»), ეხება რა შვეიცარიის არმიის მდგომარეობას, წერს, რომ ალპური ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებით „მოულოდნელად მსოფლიოს ნახევარი დაინტერესდა. მიზეზს არ იკითხავთ? თურმე შვეიცარიის არმიაში მომსახურე ქალებს  ქვედა საცვლები არ მოსწონთ“.

 

სტატიაში სათაურით „დიახ, აპრილის შუახანებში ჩვენ ჯარში მომსახურე ქალთა ქვედა საცვლის ტესტირებას მოვახდენთ“, სწორედ ეს საკითხია განხილული, რომელიც შვეიცარიელი სამხედროების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„შვეიცარიას შეუძლია ბევრი რამით იამაყოს, მაგრამ სამწუხაროდ, მისი არმია მაინცდამაინც დიდი სიამაყის საფუძველს არ იძლევა: გავიხსენოთ მომხდარი ინციდენტები, როცა 14 წლის წინათ მძიმედ შეიარაღებული საარმიო ქვედანაყოფის 170-მა ჯარისკაცმა ლიხტენშტეინის საზღვარი შეცდომით გადალახა, როცა ერთ-ერთი  ბაზიდან ასაფეთქებელი ნივთიერება მოიპარეს, ან კიდევ ის სასაცილო ფაქტი, როცა შვეიცარიელ ჯარისკაცებს ეროვნული დღესასწაულის ზეიმობისას აღლუმზე ფეხი აერიათ და ერთმანეთს ეჯახებოდნენ“, - წერს გერმანული გაზეთი.

 

„ახლა შვეიცარიას არმიას ახალი პრობლემა გაუჩნდა: ორიოდე დღის წინათ როგორც ქვეყნის მასმედიაში, ასევე საერთაშორისო სამაუწყებლო საშუალებებში - „ბი-ბი-სი“-ს, „სი-ენ-ენ“-ისა და სხვათა ახალ ამბებში გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიის არმიაში სამხედრო მოსამსახურე ქალებისათვის (ანუ ჯარის ქალებისათვის) ახალი ქვედა საცვლის ტესტირება უნდა განხორციელდეს. „თურმე დღემდე ქალები მამაკაცის ქვედა საცვალს ატარებდნენო“, - წერს მასმედია.

 

შვეიცარიის სამხედრო უწყების შესყიდვების უწყების წარმომადგენელი კაინ-გუნჩარ ზიბერტი ოხრავს: „მთელი კვირაა ქალების ქვედა თეთრეულით ვარ დაკავებული“, - ამბობს იგი ტელეფონით ჩვენთან საუბარში და აღნიშნავს, რომ მისთვის უკვე აუტანელია მასმედიაში ატეხილი ასეთი ხმაური. თანაც ის ინფორმაცია, რომელმაც ყველა ააღელვა - თურმე ქალებს მამაკაცის ტრუსები ეცვათო, ეს სუფთა სიცრუეა, ფეიკია, ხელოვნურად მოგონილი“, - ამბობს კაინ-გუნჩარ ზიბერტი. „დიახ, ჩვენ ვიწყებთ ქალების ახალი ტრუსების ტესტირებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს სამხედრო ქალებს მამაკაცის ტრუსები ეცვათ. ისინი თავიანთ ქალურ ქვედა საცვლებს ჯერ კიდევ 2005 წლიდან ატარებენ. უბრალოდ, დღემდე ქალებს და მამაკაცებს თავიანთი ტრუსები სახლიდან მოჰქონდათ. არასოდეს არცერთი ქალი არ ყოფილა იძულებული მამაკაცის ტრუსი ჩაეცვა“, - გვარწმუნებს კაინ-გუნჩარ ზიბერტი.

 

„გამოდის, რომ დიდი ხმაურია ატეხილი არაფრის გამო? თუმცა, საქმე მთლად ასე მარტივად არ არის. როგორც სამხედრო შესყიდვების უწყება აღიარებს, ტრუსების პირველი პარტია მართლაც ცუდად იქნა შეკერილი, ისინი არც ქალებს არ მოეწონათ და არც მამაკაცებს. 2022 წელს შვეიცარიის არმია სრულიად ახალ ფორმაზე უნდა გადავიდეს, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალების მოთხოვნების დაკმაყოფილებას“, - წერს გაზეთი.

 

როგორ ხდება ქალი-„ჯარისკაცების“ ტრუსების ტესტირება?

„შექმნილია ქალთა ჯგუფი, რომელებიც ქვედა საცვლის ფუნქციებს შეაფასებს: არსებობს მოკლე საზაფხულო ტრუსები (ტანზე შემოტკეცილი, მწვანე ზეთისხილის ფერით) და გრძელი საზამთრო ტრუსები, თავისუფლად ჩაშვებული. ბიუსტჰალტერები სამხედრო ფორმის კომპლექტში არ შედიან, ისინი ქალებმა ისევ სახლიდან უნდა მოიტანონ“, - ამბობს კაინ-გუნჩარ ზიბერტი.

 

დღეს ქალები შვეიცარიის არმიის 0,9%-ს შეადგენენ, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს განზრახული აქვს მათი რაოდენობა გაზარდოს. დაგეგმილია აგრეთვე ქალების ფორმის ტესტირებაც - რამდენად აქტუალურია „საგარეო სამხედრო ტანსაცმლის ფერი და ვიზუალობა“.

 

წყარო: https://www.sueddeutsche.de/panorama/schweiz-armee-unterwaesche-1.5254447

 

მოამზადა სიმონ კილაძემ





მსგავსი სიახლეები
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post
„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა
„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს"
"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy
„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“
"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt
"ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები" - რას წერს იაპონური გამოცემა
"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian
"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal
"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek
"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს"
"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian
"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“