მოგმართავთ სამედიცინო დაწესებულებებს, ნუ გეშინიათ, მაქსიმალურად დაგეხმარებით - გიორგი ფხაკაძე

მორიგი სიახლე „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივაში“


აკრედიტაციის გავლის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი განაცხადი უკვე 21 ორგანიზაციამ შემოიტანა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. 


"5 ორგანიზაციასთან აკრედიტაციის გავლის თაობაზე უკვე გაფორმდა იურიდიული ხელშეკრულება.


პროცესი მიდის ძალიან სწრაფად, პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით. როგორც კი დამთავრდება მოლაპარაკებები, აუცილებლად შეგატყობინებთ სიახლეებს ამ კუთხითაც.


დიდი მადლობა თითოეულ საავადმყოფოს, პოლიკლინიკას, კლინიკას, სტომატოლოგიურ კლინიკას, ესთეტიკური სილამაზის ცებტრს, დიაგნოსტიკურ ცენტრს, ვინცვ უკვე გამოხატა დაინტერესება.


მოგმართავთ სამედიცინო დაწესებულებებს, ნუ გეშინიათ, მაქსიმალურად დაგეხმარებით, რომ აკრედიტაციის გავლის პროცესი თქვენთვის იოლი და სასიამოვნო იყოს.


პროცედურა მარტივია, გამოაგზავნეთ წერილი ჩემს მეილზე და აგიხსნით, რა არის საჭირო აკრედიტაციის გასავლელად;


ჩემს ფეისბუქგვერდზე განვათავსე აკრედიტაციის ფეისბუქპოსტერი, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, გავზარდოთ აკრედიტაციის პროცესის ცნობადობა, ჩართულობა და შედეგად - გავზარდოთ - ჯანდაცვის ხარისხი საქართველოში;


აკრედიტაციის პროცესში გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ექიმი, კარგი ქთანი, პროფესიონალი მედიცინის მუშაკები და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ქვეყანაში ამდენი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი გვყავს;


განსაკუთრებული მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც აკრედიტაციის ინიციატივასთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციურად და ოპერატიულად ავრცელებენ ინფორმაციებს, აქტიურად არიან ჩართული პროცესში და მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს საზოგადოებაში ამ წამოწყების ცნობადობის გაზრდას. გულწრფელი მადლობა ყველა ამ მედიასაშუალებას თანამშრომლობისთვის!


მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აკრედიტაციის ინიციატივას სხვადასხვა მიმართულებით ეხმარებიან!


ეს საერთო საქმეა! ეს გვჭირდება ჩვენ! ’საქართველოს ექნება არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა! წარმატებები ჩვენ!" - დაწერა ფხაკაძემ. 





მსგავსი სიახლეები
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია
"პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ"
"ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები"
"რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!"
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"