სოფელ ნამახვანთან კარვების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის

სოფელ ნამახვანთან, რიონის ხეობაში განვთარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს:

 

“სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამ დრომდე ხეობაშია, მათ შორის იმ ადგილზეც იმყოფებოდა, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა და უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა მხარეებთან. კარვების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის.

ქუთაისიდან ნამოხვანის მიმართულებით გზა ერთი მხრიდან უკვე რამდენიმე დღეა გადაკეტილი აქვს პოლიციას, ხოლო მეორე მხრიდან, კარვების აღების შემდეგ, პროტესტის მიზნით გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ითხოვენ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების შესაძლებლობის მიცემას.

კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე, შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს

საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბოლო პერიოდში და დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების და შესაძლო უფლებადარღვევების დეტალურ შესწავლას, რომლის შედეგებსაც დამატებით აცნობებს მოსახლეობას”, - ნათქვამია განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
"სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია"- შალვა ხაჭაპურიძე
ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
"იარაღი ჩემი იყო, მაგრამ დანაშაული არ ჩამიდენია" - ბადრი ესებუა
ტრამპი არცერთ დანაშაულს არ აღიარებს
ლევან გოფოძე პროკურატურაში გამოკითხეს
სოსო გოგაშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - შსს
"ლაზარე გრიგორიადისს ადვოკატთან არ დაარეკინეს" - ლიკა ბითაძე
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს პატიმრობა შეეფარდა
13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით კახეთში 25 წლის მამაკაცი დააკავეს
ვიგრძენი ბასრი საგნის მოხვედრა. დავინახე, ჩემს შვილს მარჯვენა ხელში ეკავა დანა, რომელიც სისხლიანი იყო - ლაზარე გრიგორიადისის მამის ჩვენება
ქუთაისში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა
მედიის ცნობით, პეტრო პოროშენკოს საკონდიტრო კომპანია შესაძლოა, ევროკავშირში სიგარეტის კონტრაბანდაში იყოს გარეული
,,მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა''- ნინო ლომჯარია
შავი ფერით მარტივად შეერევით ხალხს და პოლიციას გამოცნობა გაუჭირდება - „ქრონიკა“ მიმოწერას აქვეყნებს
მუხათგვერდის სასაფლაოზე ცხედარი იპოვეს
სიცრუეა ინფორმაცია, რომ დაკავებული სტუმრობდა სამორინეს - სასტუმრო „ამბასადორი“
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა