თეა წულუკიანი -"ძალიან ცუდია, როცა მინისტრები ხშირად იცვლებიან"

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით,  ძალიან ცუდია, როცა მინისტრები ხშირად იცვლებიან.


„2020 წლიდან, როცა გეგმებს ვსახავდით და საუბარი იყო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვის რა როლი უნდა შეგვესრულებინა, მე ვთქვი, რომ ერთი სამინისტროს მართვისთვის 8 წელი საკმარისია, ამის შემდეგ დროა, ადგილი დაუთმო სხვას. შესაბამისად, ვფიქრობდით, სად იქნებოდა ჩემი მომავალი პოლიტიკური პოზიცია, ეს შეიძლება ყოფილიყო პარლამენტში ან ისევ მთავრობაში და ასე მივედით ამ გადაწყვეტილებამდე“, -ამის შესახებ   თეა წულუკიანმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა.


მისი თქმით, ერთი სისტემის 8 წელი მართვა დიდი გამართლებაა.


 „შეგიძლია, ბევრი პროექტი დაიწყო და დაასრულო. სისტემის სტაბილურობისთვის, მით უმეტეს იუსტიციის სამინისტროსთვის, ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი იყო. ჩვენ სხვა სისტემებს და ზოგადად, ქვეყანას ხელს ვუწყობდით, რომ თუნდაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისთვის მიგვეღწია და ასოცირების შეთანხმება ყოფილიყო არა მხოლოდ ხელმოწერილი, არამედ - წარმატებით განხორციელებული. როცა არის რყევები, პროცესს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა, ხელი ეშლება ხოლმე“, - განაცხადა წულუკიანმა.


იუსტიციის ყოფილი მინისტრი 8 წლის განმავლობაში თავის ძირითად შეცდომად საკადრო გადაწყვეტილებებს ასახელებს. როგორც ის ამბობს, ხშირად გამოუცხადებია ნდობა ადამიანებისთვის, რომლებმაც შემდეგ აბსოლუტურად სხვა ნაბიჯები გადადგეს.


„შეცდომები ეხებოდა ძირითადად საკადრო საკითხებს, ეს ჩემი პირადი შეცდომებია, შეიძლება დიდ ნაკლად ჩამეთვალოს ის, რომ ადამიანებს წინასწარ კრიტიკული თვალით არ ვუყურებ. ჩემს თავს კი უფრო ცინიკურად ვუყურებ, ვიდრე - კრიტიკულად. ვიტყოდი, რომ ჩემზე უკეთ მე ვერ გამაკრიტიკებენ. ჩემ შესახებ რაც სიმართლეა, ის შემიძლია კიდევ უფრო მწვავე და სასაცილო ფორმით გამოვხატო. შეცდომები უფრო საკადრო თვალსაზრისით დამიშვია, რადგან ნდობა გამომიცხადებია ადამიანებისთვის, რომლებმაც შემდეგ აბსოლუტურად სხვა ნაბიჯები გადადგეს, ამაში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ და საქმის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს, თუმცა არავისთან არაფერი სასაყვედურო არ მაქვს, როცა მე ვუშვებ შეცდომას, ის ჩემი შეცდომაა. ალბათ, მომავლისთვის გაკვეთილი უნდა ვისწავლო“, - აცხადებს თეა წულუკიანი.






მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე