ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა Youtube-ზე ვიდეოს ატვირთვისთვის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ Youtube პლატფორმაზე ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერება შეისწავლა.

 

უწყების ცნობით, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი, სოციალურ ქსელში საკუთარი არხის პოპულარიზაციის, მნახველების მოზიდვისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, იღებდა და Youtube-ზე ათავსებდა იუმორისტული ხასიათის ვიდეომასალას.

 

„ზემოაღნიშნულმა პირმა ერთ-ერთი იუმორისტული სცენა, განმცხადებლის მონაწილეობით, ამ უკანასკნელის ინფორმირების გარეშე გადაიღო და Youtube-ის საკუთარ არხზე ატვირთა. მოგვიანებით, ატვირთული ვიდეო სხვადასხვა სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. განმცხადებელმა აღნიშნული ფაქტის შესახებ ნაცნობისგან შეიტყო და Youtube არხის მმართველს ვიდეოჩანაწერიდან მისი გამოსახულების შემცველი ეპიზოდის ამოჭრა მოსთხოვა. Youtube არხის მმართველმა პირმა განმცხადებლის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა. კერძოდ, ვიდეოჩანაწერიდან მისი გამოსახულების სრულად ამოჭრის ნაცვლად, სახის გამოსახულება დაფარა.

 

სახელმწიფო ინსპექტორმა იმსჯელა აღნიშნულ ფაქტზე და დაადგინა, რომ ვიდეოწარმოდგენაში პირის პერსონაჟის სახით მონაწილეობა მისი ინფორმირებისა და ნების გარეშე, სადაც იგი წარმოჩენილია ისეთ სიტუაციაში ან/და მდგომარეობაში, რომელიც იწვევს სხვა პირთა გახალისებას ან/და მის შესახებ აყალიბებს საზოგადოებაში გარკვეულ წარმოდგენებს (რისი ეშინია, როგორ იქცევა გარკვეულ სიტუაციაში და ა.შ.),  შესაძლოა იწვევდეს ადამიანის პირად ცხოვრებაში არასასურველ ჩარევას. შესაბამისად, ასეთი გზით მოპოვებული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებამდე, შესაბამისი სცენის პერსონაჟს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ვიდეოჩანაწერის გამოყენების შესახებ და აღნიშნულის გასაჯაროებაზე მოპოვებულ უნდა იქნას მისი თანხმობა.

 

ვინაიდან არ არსებობდა განმცხადებლის თანხმობა ან/და სხვა სამართლებრივი საფუძველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის Youtube არხის მმართველ ფიზიკურ პირს დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავდროულად, დაავალა Youtube არხზე განთავსებული ვიდეოდან განმცხადებლის გამოსახულების შემცველი მონაკვეთის ამოჭრა და მსგავსი ტიპის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებამდე ვიდეოჩანაწერში ასახული პირების წინასწარი ინფორმირება და შესაბამისი თანხმობის მოპოვება“,- აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
"სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია"- შალვა ხაჭაპურიძე
ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
"იარაღი ჩემი იყო, მაგრამ დანაშაული არ ჩამიდენია" - ბადრი ესებუა
ტრამპი არცერთ დანაშაულს არ აღიარებს
ლევან გოფოძე პროკურატურაში გამოკითხეს
სოსო გოგაშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - შსს
"ლაზარე გრიგორიადისს ადვოკატთან არ დაარეკინეს" - ლიკა ბითაძე
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს პატიმრობა შეეფარდა
13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით კახეთში 25 წლის მამაკაცი დააკავეს
ვიგრძენი ბასრი საგნის მოხვედრა. დავინახე, ჩემს შვილს მარჯვენა ხელში ეკავა დანა, რომელიც სისხლიანი იყო - ლაზარე გრიგორიადისის მამის ჩვენება
ქუთაისში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა
მედიის ცნობით, პეტრო პოროშენკოს საკონდიტრო კომპანია შესაძლოა, ევროკავშირში სიგარეტის კონტრაბანდაში იყოს გარეული
,,მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა''- ნინო ლომჯარია
შავი ფერით მარტივად შეერევით ხალხს და პოლიციას გამოცნობა გაუჭირდება - „ქრონიკა“ მიმოწერას აქვეყნებს
მუხათგვერდის სასაფლაოზე ცხედარი იპოვეს
სიცრუეა ინფორმაცია, რომ დაკავებული სტუმრობდა სამორინეს - სასტუმრო „ამბასადორი“
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა