მთავრობამ $500 მილიონიანი საგარეო ვალი დაფარა

 

მთავრობამ 500 მილიონიანი საგარეო ვალი  დაფარა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


სამინისტრო განმარტავს, რომ 2011 წელს გამოშვეული $500 მილიონიანი ევროობლიგაციები უკვე დაიფარა და ახალი ევრობონდების გამოშვება იგეგმება.


„სამწუხაროა, რომ ბოლო დღეებია, აღნიშნულ თემაზე ვრცელდება არაკომპეტენტური შეფასებები, მათ შორის, იმ პიროვნებების მხრიდან, რომლებმაც წესით უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს, გამოშვების ფორმალურ გამოცხადებამდე აქვს კონფიდენციალობის გარკვეული სტანდარტი.


საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მომზადების დროს. ამის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა კონკურსი და შეირჩა პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ბანკები.


ევროობლიგაციების გამოშვების პროცესში ჩვენ გავიარეთ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ითვალისწინებდა პარტნიორი ბანკების შერჩევას, ბაზრის ანალიზს, გამოშვებისთვის სწორი პერიოდის შერჩევას და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებს.


ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, შერჩეულია სამი ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC; პროცესში, თანამონაწილის სტატუსით ჩართულია 2 ადგილობრივი საინვესტიციო ბანკი - Galt & Taggart და TBC Capital.


პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა და ხვალ იგეგმება გამოშვების ოფიციალურად გამოცხადება. პროცესის დასრულებისთანავე, ფინანსთა სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს დეტალურ ინფორმაციას.


მოსალოდნელია, რომ ახალ ევროობლიგაციებზე გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი, იქნება მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე ეს იყო 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების შემთხევაში. (6.875%)“, — ნათქვამია ფინანასთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცახდებაში.


შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ევროობლიგაციებით, 2008 წელს გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეფინანსირება მოხდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანას ლარის გაუფასურების გამო სესხი მნიშვნელოვნად გაუძვირდა.


2011 წელს, ევროობლიგაციების გამოშვების დროს 500 მილიონი დოლარის ღირებულება 832 მილიონი ლარი იყო, ამჟამად კი მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტია.

 





მსგავსი სიახლეები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 აპრილისთვის
უცხოური ვალუტის კურსი 5 აპრილისთვის
თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Euromoney-ის ჯილდო მიიღო
"საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირების გამო, შესაძლოა, შენელდეს" - აზიის განვითარების ბანკი
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
უცხოური ვალუტის კურსი 4 აპრილისთვის
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მოსალოდნელზე უფრო დაბალი ინფლაცია მარტში
მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.3% შეადგინა - საქსტატი
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5563 ლარი გახდა
"ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდამ"- გიორგი ცუცქირიძე
გახდი თიბისის მომხმარებელი მარტივად, დარეგისტრირდი ციფრულ ბანკში
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5604 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მარტისთვის
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11.0 პროცენტზე ტოვებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 მარტისთვის
თიბისი კონცეპტი და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე “ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 მარტისთვის
Global Finance-მა თიბისი 2023 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
"რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები სხვა კლინიკებში გადანაწილდებიან" - ზურაბ აზარაშვილი