დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის,  ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს.

მელიას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დასწრების შუამდგომლობა ადვოკატებმა 8 აპრილს გამართულ პროცესზე დააყენეს. როგორც ისინი შუამდგომლობაში განმარტავდნენ, ნიკა მელიასთვის საშუალება უნდა მიეცათ, რომ სასამართლო პროცესებს დასწრებოდა და უშუალოდ ყოფილიყო მართლმსაჯულების პროცესში ჩართული.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა.

2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თებერვალში მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.





მსგავსი სიახლეები
"სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია"- შალვა ხაჭაპურიძე
ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
"იარაღი ჩემი იყო, მაგრამ დანაშაული არ ჩამიდენია" - ბადრი ესებუა
ტრამპი არცერთ დანაშაულს არ აღიარებს
ლევან გოფოძე პროკურატურაში გამოკითხეს
სოსო გოგაშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - შსს
"ლაზარე გრიგორიადისს ადვოკატთან არ დაარეკინეს" - ლიკა ბითაძე
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს პატიმრობა შეეფარდა
13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით კახეთში 25 წლის მამაკაცი დააკავეს
ვიგრძენი ბასრი საგნის მოხვედრა. დავინახე, ჩემს შვილს მარჯვენა ხელში ეკავა დანა, რომელიც სისხლიანი იყო - ლაზარე გრიგორიადისის მამის ჩვენება
ქუთაისში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა
მედიის ცნობით, პეტრო პოროშენკოს საკონდიტრო კომპანია შესაძლოა, ევროკავშირში სიგარეტის კონტრაბანდაში იყოს გარეული
,,მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა''- ნინო ლომჯარია
შავი ფერით მარტივად შეერევით ხალხს და პოლიციას გამოცნობა გაუჭირდება - „ქრონიკა“ მიმოწერას აქვეყნებს
მუხათგვერდის სასაფლაოზე ცხედარი იპოვეს
სიცრუეა ინფორმაცია, რომ დაკავებული სტუმრობდა სამორინეს - სასტუმრო „ამბასადორი“
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა