კობა კობალაძე ქობულეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმური ვიზიტის ფარგლებში, აჭარაში იმყოფება. დღეს, იგი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ლევან ზოიძე და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ანანიძე ესწრებოდნენ.


სამსახურის დირექტორმა, ვეტერანებისგან მოისმინა მათთვის და მათი ოჯახებისთვის პრობლემური, აქტუალური და სამომავლოდ გასათვალისწინებელი საკითხები. მათ ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა საკითხის გადაჭრის აუცილებლობაზე, დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდის, მიწის ლეგალიზაციისა და როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, საკანონმდებლო ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში გასატარებელ და მოსაგვარებელ საკითხებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


კობა კობალაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ვეტერანებისთვის გაწეული სამსახურისთვის და მიმდინარე ეპიდ-სიტუაციის დროს ვეტერანების თანადგომისთვის. სამსახურის დირექტორმა, ვეტერანებს გააცნო სამსახურის გეგმები, პროექტები, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უკეთ უზრუნველყოფას ემსახურება. კობა კობალაძემ, მათ განუცხადა, რომ სამსახური, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან და მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომლებიც ბენეფიციართა წინაშე დგას.





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს