ნიკა მელია - გახარიას უნდა, თავი მოაჩვენოს, თითქოს ჩემი დაკავების წინააღმდეგი იყო

გახარიას უნდა, თავი მოაჩვენოს, თითქოს ჩემი დაკავების წინააღმდეგი იყო, ის თუ წინააღმდეგი იყო, მისი მეგობრები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ, – განაცხადა სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ. 

 

 პროცესზე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა   თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს მიმართა.

 

„კობახიძე ამბობს, ვიდრე თქვენ იმსჯელებდით, აი, წირვაში დაღლილი მღვდლის გამომეტყველებით, კორექტული ვიქნები, ვეცდები, მაგრამ რაც თქვენ ჩემ მიმართ განახორციელეთ, ვიდრე აქ საუბრობდით, იმ ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული ქონდათ, რომ მე ციხეში უნდა წავსულიყავი. თქვა ეს კობახიძემ და აღიარა. თქვენ ხომ თქვენს რეპუტაციაზეც უნდა იფიქროთ. ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რას იტყვის თქვენი მეზობელი ან ნათესავი, როგორი მოსამართლე იყავით; 20 წლის მერე ამ საქმეზე ხომ დადგინდება სიმართლე; აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, მელია უნდა დაგვეჭირა და ბოლო მომენტში გადათქვაო. ახლა რომ გამოდის ბატონი გახარია და თავი უნდა, მოაჩვენოს, თითქოს იყო წინააღმდეგი, რაც უნდა პარადოქსი იყოს, ამ დროს კობახიძე იყო გულწრფელი. გახარია თუ წინააღმდეგი იყო, მისი მეგობრები მე იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ.

 

ქალბატონო მოსამართლე, უნდა დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა, ამაზე მყარი არგუმენტი არ არსებობს. თქვენს ადგილზე ნებისმიერი მოქალაქე რომ დაჯდეს, დააკმაყოფილებს. როგორ მოხდა, რომ ვიდრე ციხეში გამიშვებდნენ, პოლიტიკოსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გავეშვი ციხეში და ვიდრე თქვენ მსჯელობდით, ოფისის მიმდებარედ სპეცრაზმის მობილიზაცია იწყებოდა. არ ხდება ამ ბრძანების გაცემა, თუ არ იცის შესაბამისმა სამსახურმა, რომ უკვე გადაწყვეტილება მიიღო“, – მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს.

 

ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები შეუფარდა, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაო არ გადაიხადა, რის გამოც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

 

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.





მსგავსი სიახლეები
"სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია"- შალვა ხაჭაპურიძე
ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
"იარაღი ჩემი იყო, მაგრამ დანაშაული არ ჩამიდენია" - ბადრი ესებუა
ტრამპი არცერთ დანაშაულს არ აღიარებს
ლევან გოფოძე პროკურატურაში გამოკითხეს
სოსო გოგაშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - შსს
"ლაზარე გრიგორიადისს ადვოკატთან არ დაარეკინეს" - ლიკა ბითაძე
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს პატიმრობა შეეფარდა
13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით კახეთში 25 წლის მამაკაცი დააკავეს
ვიგრძენი ბასრი საგნის მოხვედრა. დავინახე, ჩემს შვილს მარჯვენა ხელში ეკავა დანა, რომელიც სისხლიანი იყო - ლაზარე გრიგორიადისის მამის ჩვენება
ქუთაისში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა
მედიის ცნობით, პეტრო პოროშენკოს საკონდიტრო კომპანია შესაძლოა, ევროკავშირში სიგარეტის კონტრაბანდაში იყოს გარეული
,,მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა''- ნინო ლომჯარია
შავი ფერით მარტივად შეერევით ხალხს და პოლიციას გამოცნობა გაუჭირდება - „ქრონიკა“ მიმოწერას აქვეყნებს
მუხათგვერდის სასაფლაოზე ცხედარი იპოვეს
სიცრუეა ინფორმაცია, რომ დაკავებული სტუმრობდა სამორინეს - სასტუმრო „ამბასადორი“
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ერთ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა