„მანამდე არ ეწერა“ - რა ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში

შრომის კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილებები ძირითადად დისკრიმინაციის, ნორმირებული და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების, სტაჟირების, თანამშრომელთა კონსულტაციის, საწარმოთა გადაცემის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და შრომის ინსპექციის გაფართოებული უფლებამოსილებების კუთხით განხორციელდა.

 

კანონპროექტზე მუშაობა დიდ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში როგორც სახელმწიფო, ასევე, ბიზნეს სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

 

კოდექსში შესულ ცვლილებებზე უფრო კონკრეტულად ჯორჯიან თაიმსს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, - რაისა ლიპარტელიანი ესაუბრა.


როგორც ის ჩვენთან საუბარში აცხადებს, ცვლილებები აუცილებელი იყო, რადგან  თვითონ კოდექსი დასაქმებულის დაცვის ბაზისურ სტანდარტებს არ უზრუნველყოფდა.

 

პრაქტიკაში პრობლემები გროვდებოდა, განსაკუთრებით კი, აღსრულების ნაწილში. შეიძლება ზოგიერთი საკითხი  კოდექსში გამართულად ეწერა, თუმცა შესაბამისად არ სრულდებოდა, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობა არ ხორციელდებოდა. ერთადერთი სასამართლო მექანიზმი არსებობს, სადაც მიმართვიანობა ბევრი მიზეზის გამო, მაღალი არ არის.


ამიტომ, მნიშვნელოვანი და საჭირო გახდა ზედამხედველობითი მექანიზმი, შრომის ინსპეციქიის სახით, რომელიც თავისი ინიციატივით  შევიდოდა სამუშაო ადგილებზე, გამოავლენდა დარღვევებს, დასაქმებულის მიმართვიანობის შემთხვევაში კი, ექნებოდა სწრაფი და ეფექტური რეაგირება. ამას  წლებია ვითხოვდით.


ყველაფერს დაემატა საერთაშოორისო ვალდებულებები. 2014 წელს, ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას და უკვე აქედან გამომდინარე, 40 დირექტივის სახით გვქონდა შესასრულებელი ვალდებულებები.  ცვლილებებს საფუძვლად ეს ყველაფერი დაედო. მათგან ზოგი  სექტემბერში ამოქმედდა, ზოგი - ახლახან,“ - განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

 

რაც შეეხება ნორმირებულ სამუშაო დროსა და ზეგანაკვეთურ სამუშაო საათებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რაისა ლიპარტელიანი განმარტავს, რომ ეს ერთ-ერთი საკვანძო თემა იყო, რომელსაც ბიზნესის მხრიდან ყველაზე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

 

ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო 40 საათიანი სამუშაო კვირა, დღეში- 8 საათი, როგორც არის საერთაშორისო სტანდარტი. ევროდირექტივის მიხედვით, სამუშაო კვირა მაქსიმუმ 48 საათიანია, რომელიც ზეგანაკვეთურსაც მოიცავს. ეს გვეწერა პროექტში.

 

დღეის მდგომარეობით,  ნორმირებული არის 40 საათიანი სამუშაო კვირა. სამწუხაროდ, დღეში სამუშაო საათების დადგენა ვერ შევძელით, დღიური ნორმატივი მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის გვაქვს განსაზღვრული. მეორე ჩანაწერი,  რაც გააჩინეს, ეს არის სპეციფიკურ რეჟიმთან დაკავშირებული. თუ არის 8 საათიანი მუშაობის უწყვეტი ციკლი, მათთვის 48 საათიანი კვირაა ნორმირებული. ამ საკითხზე დარგების ჩამონათვალი აპრილისთვის უნდა შემუშავებულიყო, თუმცა,  ჯერ კიდევ არ არის. ასევე, ზეგანაკვეთურის ტარიფიც არ არის განსაზღვრული.

 

შევძელით და კოდექსში დასვენების დღე შემოვიტანეთ, რაც მანამდე არ ეწერა, რომ ერთი დღე დასაქმებულს უნდა დაესვენა. ახლა გვაქვს 24 საათიანი დასვენების უფლება.  ასევე, სიახლეა  შესვენების უფლებაც, რომელიც, ასევე, არ გვქონდა მანამდე. 6 საათზე მეტს თუ მუშაობს ადამიანი, მას უკვე 1 საათიანი შესვენება უნდა ჰქონდეს.


ცვლილებაა, ისიც, რომ დისკრიმინაციის მარეგულირებელი ნორმები დაიხვეწა. მაგალითად, ქალისა და მამაკაცის სახელფასო სხვაობასთან დაკავშირებით აკრძალვა შემოვიდა, ასევე, თანაბარი შრომისთვისაც , რაც, მანამდე არ იყო,“ - აღნიშნა მან.


რაისა ლიპარტენიანის განცხადებით, კანონმდებლობაში შრომითი ხელშეკრულების ვადებთან დაკავშირებითაც სიახლეა. აღნიშნული რეგულაციით, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ თანამშრომლის ერთ თვეზე მეტ ხანს დასაქმების შემთხვევაში, მასთან შრომითი ხელშეკრულება აუცილებლად წერილობით უნდა გააფორმოს.

 

მთავარი ცვლილება არის შრომითი ინსპექციის გაზრდილი მანდატი.  იანვრიდან ცალკე კანონი იქნა მიღებული შრომის ინსპექციაზე, რომლის მანდატშიც შედის არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხები, არამედ ყველაფერი, რაც შრომას ეხება, მათ შორის სამუშაო დრო, კონტრაქტები, აღრიცხვები.  ამ ყველაფერს შრომის ინსპექცია აკონტროლებს. მათ აქვთ გეგმიური შემოწმებები და საზღვრავენ როდის უნდა შევიდნენ დაწესებულებებში, ან უნდა მიმართოს დასაქმებულმა, სახალხო დამცველმა ან პროპკავშირმა. 2 თვიანი ვადა აქვს, შევა, შეისწავლის, ნახავს დარღვევებს და შესაბამისად იყენებს გაფრთხილებას, ან ფინანსურ სანქციას. უსაფრთხოების კუთხით თუ კრიტიკული შეუსაბამობებია, მას კომპანიის საქმიანობის გაჩერებაც შეუძლია, სანამ, დარღვევებს არ აღმოფხვრის,“ - აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.


რაისა ლიპარტენიანი ჩვენთან საუბარში ასევე, დისტანციურ სამუშაო რეჟიმსაც გამოეხმაურა .

 

დისტანციური მუშაობა ისევ ყველგანაა. კონტროლის თვალსაზრისით ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევაა. სახლში მუშაობა კანონით ნებადართული ფორმა და არ იკრძალება, თუმცა, სამუშაო პირობებს ვერ გააკონტროლებ. პანდემიამდე დასაქმების ეს ფორმა მსოფლიოში დიდი ხანია არსებობდა,“ - აცხადებს ის.

 

 





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს