თბილისის ყურისძირში ანტიკური ქალაქი ძალისი მდებარეობს - აქ აღმოჩნდა კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი მოზაიკა
გოგა ჩანადირის პოსტი:
თბილისის ყურისძირში ანტიკური ქალაქი ძალისი მდებარეობს. ის არ ჰგავს სხვა ძეგლებს. იშვიათი, მრავალფეროვანი და განსაკუთრებულია. 1970-იანი წლებიდან აქ არქეოლოგიური კვლევები დაიწყო და აღმოჩნდა ანტიკური დროის ნაქალაქარი მთელი ინფრსატრუქტურით - მოკირწყლული ქუჩებით, სასახლით, ტაძრებით, სახლებით, აბანოებით, აუზით და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, აქ აღმოჩნდა კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი მოზაიკა. დღეს ნამუშევარი მკვეთრად არ აღიქმება, მაგრამ დადგენილია, რომ მოზაიკაში 12 ფერის ქვაა გამოყენებული. ერთგან გამოსახულია ღვინის ბერძნული ღვთაება დიონისე. იქვეა ქალღმერთი არიადნე წარწერებით. ასევე, გამოსახულია სხვადასხვა ფორმის ფიგურა და ჩუქურთმა, მათ შორის ვაზი. კიდევ ერთი წარწერა გვამცნობს, რომ „მოხსენებული იქნას პრისკოსი ამის გამკეთებელი,“ რაც, შეიძლება, იმას გულისხმობს, რომ მოზაიკის ავტორი პრისკოსია. რაც შეეხება სასახლეს, ის საქართველოში აღმოჩენილ სასახლებს შორის ყველაზე დიდი ნაგებობაა, ძალისი ქართლის მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, რომელიც ქრისტეშობიდან მე-2 საუკუნეში დაარსდა და მურვან ყრუს შემოსევის დროს აღიგავა. დღეს მცხეთის გამგეობის სოფელია.




მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს