ისევ ოპოზიციას გადაუგრეხენ ხელებს, დღეს უკვე ჩანს, რომ ოპოზიციამ მთელი ეს კამპანია წააგო - სოსო ცინცაძე

დღეს უკვე ჩანს, რომ ოპოზიციამ მთელი ეს კამპანია წააგო, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მოლაპარაკებების თაობაზეა და რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს:

 

სოსო ცინცაძე: მე ვფიქრობ, რომ ისევ ხელების გადაგრეხვა იქნება. მოლაპარაკებებზე რაღაცა მიიღწევა ქაღალდზე, მაგრამ ჩემი გათვლებით ის მხოლოდ ქაღალდზე დარჩება.

_ ვინ ვის გადაუგრეხს ხელებს?

_ მე მგონი ისევ ოპოზიციას გადაუგრეხენ ხელებს. თუ გავითვალისწინებთ ერთ მთავარ მომენტს, ასე გამოდის. იმიტომ, რომ ევროპელებს და ამერიკელებს მენტალობით ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქუჩაში ყოფნა სჯობს პარლამენტში ყოფნას. ესენი ვერასოდეს ვერ მიხვდებიან მაგას. არათუ ჩვენი ოპოზიციის ლიდერები, არამედ რიშელიე და ეგენიც რომ გავაცოცხლოთ, ისინიც კი ვერ დაარწმუნებენ ევროპელებსა და ამერიკელებს, რომ ქუჩის პროტესტი სჯობს პარლამენტში პროტესტს.

_ აქედან გამომდინარე შეცდომა ხომ არ იყო ოპოზიციის სტრატეგია თავის დროზე, როდესაც ბოიკოტის გზა აირჩია?

_ რასაკვირველია. დღეს უკვე ჩანს, რომ ოპოზიციამ მთელი ეს კამპანია წააგო. ვინაიდან თვითონ იდეა ცივილიზებულ სამყაროში გამართლებული იქნებოდა ცივილიზებულ სამყაროში, რადგან ასეთი დამოკიდებულება იქნებოდა – როგორ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში?! ასე იქნებოდა დასავლეთში, მაგრამ არა საქართველოში. საქართველოს მაგალითმა დაამტკიცა, რომ საქართველოში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა თუ რა დიდი უფსკრული გვაშორებს ევროპას და ცივილიზებულ სამყაროს. იმიტომ, რომ რაც წარმოუდგენელია ევროპელებისათვის, ის ჩვეულებრივი მოვლენაა ჩვენთვის.

_ ანუ საქართველოში ყველაფერი „მოსულა“ და რაც ევროპაში, რაც არ „მოსულა“, ჩვენთან „მოსულა“?

_ ეგეც შეიძლება ვთქვათ. რაც მე კონტაქტები მქონია ევროპელებთან, საათობით მქონია მათთან დისკუსია და მათი აზრი ასეთია, რომ პარლამენტი კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. როგორც მუსლიმებისთვის მექა და მედინაა, დაახლოებით ამ სახის დატვირთვა აქვს ევროპელებისთვის პარლამენტს. როგორ შეიძლება არჩევნებში გაიმარჯვო და პარლამენტში არ შეხვიდე?! გიჟი ხარ? იმხელა ტრიბუნას კარგავ. მთელი ქვეყანა გისმენს, თანაც ოპოზიციის 60-მდე წარმომადგენელზეა საუბარი და როგორ შეიძლება ამას ამჯობინო ქუჩაში დგომა. მაგრამ, ოპოზიციამაც სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.

_ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სტრატეგიული შეცდომა ოპოზიციისთვის რა გავლენას იქონიებს?

_ დღეს ოპოზიციას შეიძლება თეორიული შანსი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენი ოპოზიციისთვის გაუმართლებელი ქმედებაა პრინციპებისა და ზოგადსაკაცობრიო საკითხების ერთგულება. უნდა გადაიხადონ გირაო მელიასთვის, თორემ მარგინალიზაციისკენ მიდის ოპოზიციის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია. ნელ-ნელა, შეუმჩნევლად. ეს არ მიხარია. იმიტომ, რომ ძლიერი ოპოზიციის გარეშე დემოკრატია არავის დაუმყარებია. მე მაინც მგონია, რომ როგორმე ციხიდან უნდა გამოიყვანონ მელია. პარტია ლიდერის გარეშე არაფერია. მინაშვილი რომელი ლიდერია გამაგებინეთ. მისი არსებობა ხალხს აღარც ახსოვდა. დღეს კი მთავარი მომლაპარაკებელი ეგ არის.

ჩვენმა ოპოზიციამ დღემდე ვერ გაიგო, რა ქვეყანაში ცხოვრობს და ვინ არის მათი მოწინააღმდეგე. ვერ გაიგო, რომ კობახიძე და სხვები შეეგუებიან ერთპარტიულ პარლამენტს. მით უმეტეს, რომ ხომ არიან ოპოზიციიდან პარლამენტში?! იქ ელისაშვილია, ყოფილი „პატრიოტები“ არიან და ფორმალურად ერთპარტიული არ არის. გარდა ამისა, „ოცნებაში“ ამბობენ, რომ ჩვენ რა ვუშლით? შემოვიდნენ და აქ გვაკრიტიკონო. ალბათ ჩვენი ოპოზიციის ლიდერები კოშმარულ სიზმარშიც ვერ ნახავდნენ, რომ ევროპელი ლიდერები გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ მშვენიერი არჩევნები ჩატარდა.

_ ასე თქვეს?

_ ბორელის განცხადება მეტი რა იყო?! თქვა, რომ კონკურენტიანი და თავისუფალიო. სამართლიანი საერთოდ გამოტოვა. იგივე ამერიკაში რიშის განცხადება იყო, რომ მელიამ დაარღვია კანონი. როგორ დააჯერებ, რომ კანონი დაარღვია, მაგრამ უსამართლო კანონი დაარღვიაო. ისინი გეტყვიან, რომ თუ კანონი უსამართლოა, შედი პარლამენტში და შეცვალეო.

 

 

 

წყარო: აიპრესი





მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე