მამუკა ხაზარაძე - ნამახვანზე" პასუხისმგებლობა გიორგი გახარიას ეკისრება

"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანას, რომელსაც დიდი რაოდენობით ჰიდრო რესურსი, აქვს, ეს აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული ქვეყნის სიძლიერისა და ეკონომიკის განვითარებისათვის, მაგრამ ის მეთოდები და ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ენერგო პოლიტიკის მიმართულებით ატარებს, კრიტიკას ვერ უძლებს.

ხაზარაძის განცხადებით, "ნამახვანზე" პასუხისმგებლობა ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას ეკისრება, რომელმაც მოსახლეობასთან კონტაქტის გარეშე, ერთ-ერთ კომპანიას რამდენიმე ჰექტარი მიწა გადასცა.
„ეს არის ყოფილი პრემიერ მინისტრი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა, რომელიც ჩუმად გაურიგდა კომპანიას და შედეგად მივიღეთ ამხელა დაძაბულობა. ჩვენს მოქალაქეებს ერთადერთი რაც დარჩენიათ არის ის, რომ შეეწინააღმდეგონ ამ პროცესს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, უამრავი კითხვაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.
„პირველად ვაკეთებ კომენტარს ნამახვანთან დაკავშირებით, რადგან რიონის ხეობის მცველებმა აქციაზე განაცხადეს, რომ პოლიტიკური პარტიების ჩართვა მათ არ სურდათ, რაც ჩემი აზრით არის შეცდომა. ეს პრობლემა ეხება ყველას. იქ ირღვევა რიგითი ადამიანების უფლებები და მათ დასაცავად ჩვენ გავაგრძელებთ ამ ფაქტების გამოძიებას.
ქვეყანას სჭირდება ინვესტიცია! საქართველოს, რომელსაც აქვს ამდენი ჰიდრო-რესურსი, აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნის სიძლიერისათვის და ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. მაგრამ ის მეთოდები , ის პოლიტიკა რომელსაც ხელისუფლება ატარებს ენერგო პოლიტიკის მიმართულებით, არ უძლებს არანაირ კრიტიკას.
გავიხსენოთ პანკისის მოვლენები, როდესაც ძალით სურდათ ჰიდროელექტროსადგურის აშენება. გავიხსენოთ სოფელი წაბლანა, აჭარა ჰესი,სადაც არასწორი და საბჭოთა სტანდარტებით ააშენეს გვირაბი, რომელმაც გამოიწვია მთელი ამ სოფლის წითელ ზონად გამოცხადება. 250 ოჯახი დღეს, პრაქტიკულად იქიდან აყრილია და წაბლანა გადაიქცა მეწყერ საშიშ ზონად.
რა ხდება ნამახვანჰესთან დაკავშირებით?! ეს ის მთავრობაა, რომელმაც 121 ლარად, ჩუმად, პირდაპირი მიყიდვის წესით,ყოველგვარი წინასწარი დისკუსიისა და საერთაშორისო სტანდარტის გარეშე დაიწყო ეს პროექტი! არ გაითვალისწინა მოსახლეობის აზრი, კარგად არ აუხსნა, ყველა კითხვას პასუხი არ გასცა, დიალოგში არ შევიდა და ას ოცდაერთ ლარად მიყიდა ამხელა ტერიტორია. ეს ის მთავრობაა, რომელმაც ამავე დროს გააჩერა ანაკლიის პორტის მშენებლობა. ეს არის ყოფილი პრემიერ მინისტრი - გიორგი გახარიას სერიოზული პასუხისმგებლობა, რომელმაც ასე ჩუმად გააკეთა ეს გარიგება და შედეგად მივიღეთ ამხელა დაძაბულობა. ჩვენი მოქალაქეები იჭყლიტებიან ამ გაუთვითცნობიერებელ, არადიალოგის რეჟიმში და ერთადერთი რაც დარჩენიათ, შეეწინააღმდეგონ ამ პროცესს.
უამრავი კითხვაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს მაგრამ, ეს მთავრობა არავის არ ელაპარაკება, ეს მთავრობა მონოპოლიზირებულია. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ინვესტორის, წარმოშობით თურქი იქნება ის, ტაილანდელი, ჩინელი, ამერიკელი თუ ევროპელი თუ ის ჩვენი ქვეყნის სტანდარტებს და ინტერესებს იქ არ დაიცავს", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.




მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე