ვინ არიან გიორგი გახარიას გუნდის წევრები? - "ქართული ოცნება" 6 დეპუტატმა დატოვა

პარლამენტის 6-მა დეპუტატმა "ქართული ოცნება" დატოვა.

 

ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

 

ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტიას ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე.

 

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან გადადიან პარტიის მშენებლობის ეტაპზე. ისინი საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ.

 

"ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები, ვართ თანამოაზრეები და  ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ეს სიახლე არავისთვისაა, თუმცა ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით, პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. შესაბამისად, ვტოვებთ "ქართულ ოცნებას"," - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
როგორ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებები
ვინ არიან გიორგი გახარიას გუნდის წევრები? - "ქართული ოცნება" 6 დეპუტატმა დატოვა