არჩილ თალაკვაძე გახარიაზე - ვნახავთ, რა პარტიას შექმნიან, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა

ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რაზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა - ასე ეხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე,  უმრავლესობის 6 დეპუტატის გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ .

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, გიორგი გახარიას არათანმიმდევრულობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

 

„ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ის არათანმიმდევრულობა, რომელიც გამოავლინა გიორგი გახარიამ ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფოებრივი მიზნების და პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც პასუხისმგებლობა არჩევნების დროს ერთად გვქონდა აღებული. რა თქმა უნდა, დაველოდებით, ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ბევრი კითხვა და ამაზე პასუხი იქნება გასაცემი. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როდესაც ის გამოწვევებია ქვეყანაში, რაზეც ისაუბრეს თავადაც, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მიუღებელია. ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია. სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და საუბრობ იმ პრობლემებზე, რაზეც შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშავო“,- განაცხადა თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ. ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.





მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე