თბილისში დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში, და-ძმის დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა.

 

ღონისძიებას კულტურისა და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, დოდო და კოტე ხიმშიაშვილების ოჯახის წევრები და ახლობლები, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ქუჩის მცხოვრებლები და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, სიმბოლურია, რომ დღეს ქართული ენის დღის აღნიშვნასთან ერთად, მწერლების დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა.


,,მათი მოღვაწეობა ქართული სახელმწიფო ინტერესების ენისა და ღირებულებების დაცვის ნათელი დადასტურებაა. საამაყოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ ისეთ კეთილშობილურ საქმეში, რასაც ჩვენი ღირსეული მამულიშვილების ღვაწლის დაფასება ჰქვია,“-განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.

 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება სიტყვით მიმართეს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, პოეტმა მაყვალა გონაშვილმა, პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ, ასევე მწერლებმა და პუბლიცისტებმა: ვანო ჯაფარიძემ, თამარ შაიშმელაშვილმა, ზაალ ბოტკოველმა, მარი წიკლაურმა, ირმა მალაციძემ და თემურ ჩალაბაშვილმა.

 

დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია იყო საბავშვო მწერალი, პროზაიკოსი, საზოგადო მოღვაწე. დაჯილდოებულია , როგორც სახელმწიფო ასევე ლიტერატურული (სულხან საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის და შიო მღვიმელის) სახელობის პრემიებით. მისი ძმა, კოტე ხიმშიაშვილი კი - მწერალი, ავტორი გახმაურებული რომანისა ,,ჯონქა-ხორნაულიიბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, დახვრეტილია საბჭოთა ხელისუფლების მიერ.





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს