კობა კობალაძე ხელვაჩაურში, შუახევსა და ხულოში იმყოფებოდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა.

 

მაღალმთიან აჭარაში შეხვედრებს ადგილობრივი ვეტერანებიც დაესწრნენ. ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს მათ რაიონში მცხოვრებ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ადამიანებზე, რომლებსაც მიმდინარე პერიოდისთვის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსი არ მინიჭებიათ და ასევე, სურვილი გამოთქვეს, რომ მათ რაიონში მოქმედი სამედიცინო მომსახურების სერვისი გაუმჯობესდეს. კობა კობალაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ომარ ტაკიძესა და ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს, მადლობა გადაუხადა ვეტერანების თანადგომისა და მათთვის აუცილებელი პროგრამების განხორციელებისთვის.

 

სამუშაო შეხვედრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი დავითაძე და შუახევის მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე, ესწრებოდნენ. სამსახურის დირექტორმა, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებ მუსლიმ ვეტერანებს, რამადან-ბაირამის დაწყება მიულოცა. კობა კობალაძე, ვეტერანებს ესაუბრა სამსახურის გეგმებზე, პროექტებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროგრამებზე, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უკეთ უზრუნველყოფას ემსახურება. კობა კობალაძემ, მათ განუცხადა, რომ სამსახური, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან და მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომლებიც ბენეფიციართა წინაშე დგას. შეხვედრის ბოლოს, სამსახურის დირექტორმა, ხულოს მუნიციპალიტეტში ახლადგახსნილი ''ვეტერანთა კლუბი'' მოინახულა.





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს