მსოფლიო პატრიარქი- გაკეთებული მაქვს ორივე აცრა, ვაქცინა აუცილებელია

მწამს იმისი, რომ ჩვენ, ქრისტიანებმა, უნდა მივიღოთ მეცნიერების მიერ შემოთავაზებული მსახურება, რომელიც არის ღვთის საჩუქარი”,  - განაცხადა  მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა ფორმულას ეთერში განაცხადა.

კითხვაზე რას ეტყვის ადამიანებს, რომლებიც ვაქცინაზე რელიგიური მოსაზრებების გამო ამბობენ უარს, ბართლომე I-მა  ასე უპასუხა:

“გიპასუხებთ საკუთარი მაგალითით. გაკეთებული მაქვს ორივე აცრა. ეს იმას ნიშნავს, რომ მწამს აუცილებლობა მეცნიერებისა. მწამს იმისი, რომ ჩვენ, ქრისტიანებმა, უნდა მივიღოთ მეცნიერების მიერ შემოთავაზებული მსახურება, რომელიც არის ღვთის საჩუქარი.

ძველი აღთქმა გვასწავლის, რომ პატივი უნდა მივაგოთ ექიმებს, რადგან ისინი ღმრთის თანამოღვაწენი არიან… რომ მათი მსახურება მეტია, ვიდრე პროფესია.

სულ ახლახან, ოთხი-ხუთი წლის წინ, იმ კრებაზე, რომელიც 2016 წელს კრეტაზე ჩავატარეთ, დადებითად ვისაუბრეთ მეცნიერების მიღწევებსა და სიკეთეზე, თუმცა, არც ის უგულებელგვიყვია, რომ თანამედროვე ეპოქაში უკიდურესობამ მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში შეიძლება უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანოს”.

მსოფლიო პატრიარქის სიტყვებით, ქრისტიანებს ევალებათ, იცოდნენ და გაავლონ ზღვარი “მეცნიერების დადებით მონაპოვარსა და უარყოფით გამოვლინებას შორის”.

მაგრამ, დღეს, პანდემიის პირობებში, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ მედიცინის მუშაკთა რჩევები, მათი ფასდაუდებელი მსახურება და თავდადება და გამოვთქვათ კიდევაც მადლიერება მათ მიმართ. ისინი ხომ ავადმყოფებთან ერთად იტანჯებიან, ღამეებს ათენებენ, დღეებისა და კვირების განმავლობაში ოჯახის წევრებს ვერ ნახულობენ.

რაც შეეხება აცრას, ის აუცილებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მოყვასის გამოც. ვინაიდან აცრა მხოლოდ ჩენ კი არ გვიცავს, არამედ აბრკოლებს პანდემიის გავრცელებას. ამიტომ თავიც უნდა დავიცვათ და სხვაც დავიცვათ. ეს სოლიდარობისა და მხარდაჭერის საკითხია.

თუ საკუთარი ჯანმრთელობასთან ერთად ძმის ჯანმრთელობაზეც არ ვიზრუნებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ გვიყვარს. ვისაც მოყვასი არ უყვარს, მას არც ღმერთი უყვარს, ამას გვასწავლის ახალი აღთქმა, იოანე მახარებელი, რომელიც უფლის საყვარელი მოწაფეა, გვეუბნება, რომ მას ვისაც არ უყვარს საკუთარი ძმა, რომელსაც ყოველდღე ხედავს, არ შეიძლება უყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს”.





მსგავსი სიახლეები
,,რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდ''- ტასი
,,იბადება შეკითხვა, რომელ წყაროებზე დაყრდნობით, ნაცკონგლომერატის?''- გია აბაშიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე
რის კლანი, რა კლანი... არავითარი კორუფცია - სანქცირებული მოსამართლე
"ველით ივანიშვილის დასანქცირებასაც" - ბერძენიშვილი მოსამართლეებზე
,,რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ვალდებულებების შესრულებას''- პუტინი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
"როგორ წარმოგიდგენიათ, სახელმწიფომ პატიმარი იმის გამო გაუშვას, რომ არ იკვებება, სხვა პატიმრებს რა ვუთხრათ? "-კახა კალაძე
"გასარკვევია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები"- არჩილ თალაკვაძე
"მელია რაღაცაზე გაბრაზდა და გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა"- დავით კეზერაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
მმართველი გუნდის მხრიდან ბრალდებებს შეჩვეული ვარ - ვიოლა ფონ კრამონი „ქართულ ოცნებაზე“
,,ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებს მონაწილეობას''- გიორგი ვოლსკი
,,აქ იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს'' - ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს
"ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს, არ შეიძლება, გმირი შევარქვათ"- მიხეილ სარჯველაძე
თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია
"სალომე ზურაბიშვილმა სამარე გაუთხარა "ქართულ ოცნებას" - რომან გოცირიძე
„ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
“ოპოზიციური ტელევიზიების იმედზე იყოს ჩვენი მტერი” – ნათელაშვილი
„რეალურად ორი რეკომენდაცია დარჩა გასათვალისწინებელი, შესაბამისი კანონპროექტები უკვე არის მიღებული" - ირაკლი კობახიძე