ინდაურის მოხარშვა არ უნდა სცადო პატარა ქვაბში, ეს ძალიან საშიშია! - ცნობილი კანადელი ჯაზმენის ქართული ვოიაჟი და „საუკუნის კონცერტი“ კუკიის სასაფლაოზე

მწერალი გურამ მეგრელიშვილი საინტერესო ამბავს ჰყვება ცნობილ კანადელ ჯაზ-პიანისტსა და ვოკალისტზე, დაიანა კროლზე:

 

დაიანა კროლი თავის ჯერარდაწერილ ავტობიოგრაფიულ წიგნში "პასუხის პასუხი სიყვარულის ენას" ერთ მთლიან თავს უძღვნის საქართველოში მის მოგზაურობას 1998 წლის აპრილში.
კროლი თბილისში გაჩერებულა ორი ღამით, ერთდღიანი ტური კახეთში, ერთიც მცხეთაში ჰქონია, კიდევ ორი ღამით კი იმერეთი დაულაშქრავს (თავის ჭიათურებით, კაცხის სვეტებით და საღორიის ტყის ნახვებით). კროლი დეტალურად იხსნებს კერძებს, რაც საქართველოში დააგემოვნებინეს (რამდენიმე რეცეპტიც კი აქვს შეტანილი, მაგალითად შინდისა და ღოლოს შაჭამანდი, ღოღნაშოს ტყემალი და ეკალა ნიგვზით). ყვება საკუთარ გამოცდილებას ადგილობრივებთან ურთიერთობისას, იხსენებს სახელებს, გვარებს და ამბობს, რომ საქართველო ისევე უყვარს მის ქმარს ელვის კოსტელოს, რომელსაც არ უნახავს აქაურობა, როგორც თავად, ამას კი, მომღერლის თქმით, თავისი ამბავი აქვს:
კათოლიკურ ოჯახში გაზრდილი, ქალიშვილობის ინსტიტუტის მოტრფიალე და ძალიან ორთოდოქსული კანონებით მცხოვრები დაიანა, საქართველოში შეყვარებულთან, ტაირონ ვაითთან ერთად ოჯახის მოძღვრის კურთხევითა და ნებადართვით ჩამოსულა. ჩამოფრენის ღამესვე (ეს იყო 6 აპრილი, აღდგომა), მასპინძლებს წყვილი მცხეთაში, ლიტანიობაზე გაუქანებიათ, ორშაბათს კი კუკიის საგვარეულო სასაფლაოზე კვერცხების გადასაგორებლად წაუყვანიათ.
სწორედ აქ უნახავს და მოუსმენია დაიანას ის, რამაც მთელი მისი შემდგომი მოგზაურობა და შემდგომი მოგზაურობებიც მსოფლიოს გარშემო, დაჩრდილა.
ფანოღები. კუკიელი ფანოღები მადუაშვილი ალიკა (კლარნეტი), ოხანაშვილი ვალერა (დოლი) და მამაჯანაშვილი თენგიზა (გარმონი) დაიანას დაუვიწყარი თავგადასავალი აღმოჩნდა.
როგორც მომღერალი წერს, მათთან ერთად უმღერია კიდეც "სამი დალიე""ახ ტურფავ, ტურფავ" და "Cry me a river" ქართული სიტყვებით.
კროლის გახსენებით, ოხანაშვილს, იგივე ოხანას თავიდანვე არ მოსვლია თვალში მისი მეგობარი კაცი. აათვალიერა, ჩაათალიერა, მეგობრებს რაღაც გადაულაპარაკა, ხელები მხრებამდე გაშალა და იმათაც ჩაიქირქილესო. მერე აუხირდა, ხან "პელავი" ეძახა (წიგნის სქოლიოში ნახევარი გვერდი ეთმობა ისეთ სიტყვების გაშიფვრას, როგორიცაა "ჰევი", "პელავი", "ჩინავი", "ვინისლივოთ" და სხვა), ხანაც კი ბორჯომზე გაგზავნა დაუპირა იქვე ჯიხურში, მაგრამ მასპინძლები (მეგრელი კეკუტიები) დასავლური პლასტით ახერხებდნენ სიტუაციის განმუხტვას და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდაო.
დაიანა კროლი ყვება, რომ სასაფლაოზე გამართული მინი კონცერტის დასრულების შემდეგ, ოხანას გვერდით გაუყვანია ქალი და მეგობრული, თავისებური მამაშვილურობით უთქვამს: ახლა ერთ იგავ-გამოცანას გეტყვი და დანარჩენი შენ თვითონ გადაწყვიტეო.
და ოხანაშვილს უკითხავს:
შენი აზრით, 7 კილოიანი ინდაურის მოხარშვა პატარა, ვიწრო თავსახურიან ქვაბში შესაძლებელია თუ არაო? თუ არის, გათხოვდი, თუ არადა, რომ წადი სახლში, ვინმე პატიოსანი ოჯახის შვილი მოძებნე და ტრადიციული ოჯახი შექმენი, მთელი ცხოვრება გაგახსენდება ეს დარიგებაო.
დაიანას მთელი შემდეგი მოგზაურობის დღეებში უფიქრია ამაზე და ამოცანა თუ გამოცანა მხოლოდ გამგზავრების წინა საღამოს, გოგირდის აბანოებში "თბილისთან გამოსათხოვარ" ღონისძიებაზე ამოუხსნია, როდესაც მას და ტაირონს საქორწილო ღამის რომანტიკულ გარემოში გატარება გადაუწყვეტიათ.
მონრეალში დაბრუნებულებამდე, თვითმფრინავშივე გადაუცვლია თავისი ფანჯარასთან ახლოს ადგილი ვიღაც რუსისთვის და სამშობლოში მარტო დაბრუნებულა.
2003 წელს ბრიტანელი ელვის კასტელო გაიცნო და ახლა შვილიც ჰყავთ.
თავს საქართველოზე ოხანაშვილის დიდაქტიკური შეგონებით ასრულებს დაიანა: "ინდაურის მოხარშვა არ უნდა სცადო პატარა ქვაბში, ეს ძალიან საშიში რამეაო!"
ტაირონ ვაითი 2004 წელს მისისიპიში, პენსიონერი მეძავის დასისხლიანებამდე გაუპატიურებისთვის დააკავეს და ის ციხეში, გარდაიცვალა 2017 წელს.




მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს