ჯანმო „სინოფარმისა“და „სინოვაკის“ ვაქცინების ეფექტიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს აქვეყნებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური კომპანია „სინოფარმისა“და „სინოვაკის“ ვაქცინების ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასება გამოაქვეყნა. შესაბამისი პრეზენტაციების შემცველი დოკუმენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 29 აპრილს გამართულ ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის მასალებს ახლავს თან.

 

პრეზენტაციის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის მიხედვით, სინოფარმის ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი 18-59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში საშუალოდ 78,1%-ს შეადგენს.

 

ამავე დოკუმენტში ჩამოთვლილია „სინოფარმის“ ვაქცინის კლინიკური სურათის შემაჯამებელი ოქმი, სადაც ჩამოთვლილია ცდების პერიოდში გამოვლენილი გვერდითი მოვლენები.

 

ამ ჩამონათვალში აღნიშნულია, რომ ცდების დროს „სინოფრამის“ ვაქცინას მწვავე ალერგიული რეაქცია (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი) არ გამოუწვევია.

 

ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფის წევრები დარმწუნებულები არიან, რომ 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში,„სინოფარმის“ ვაქცინის ორი დოზა ეფექტურად ახდენს COVID-19-ის პრევენციას და სერიოზული გვერდითი მოვლენების ალბათობა დაბალია.

 

გარდა ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში და სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში. „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტურობის დამადასტირებელი მტკიცებულებების ხარისხი დაბალია.

 

რაც შეეხება, „სინოვაკის“ ვაქცინას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ვაქიცინის ორი დოზის გაკეთების შემდეგ, სიმპტომატური COVID-19-ის პრევენცია საშუალოდ პაციენტების 67%-ში ხდება, ჰოსპიტალიზაციის რისკი შემცირებულია 85%-ით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანის საფრთხე 89%-ითაა შემცირებული, ხოლო სიკვდლიანობა 80%-ით.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში,„სინოვაკის“ ვაქცინის ორი დოზა ეფექტიანად ახდენს COVID-19-ის პრევენციას და სერიოზული გვერდითი მოვლენების ალბათობა დაბალია.

 

ამავე დროს, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „სინოვაკის“ ვაქცინა 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში და სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებშიც ეფექტიანია.

 

„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებისთვის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს დღეებში მიიღებს.





მსგავსი სიახლეები
,,რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდ''- ტასი
,,იბადება შეკითხვა, რომელ წყაროებზე დაყრდნობით, ნაცკონგლომერატის?''- გია აბაშიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე
რის კლანი, რა კლანი... არავითარი კორუფცია - სანქცირებული მოსამართლე
"ველით ივანიშვილის დასანქცირებასაც" - ბერძენიშვილი მოსამართლეებზე
,,რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ვალდებულებების შესრულებას''- პუტინი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
"როგორ წარმოგიდგენიათ, სახელმწიფომ პატიმარი იმის გამო გაუშვას, რომ არ იკვებება, სხვა პატიმრებს რა ვუთხრათ? "-კახა კალაძე
"გასარკვევია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები"- არჩილ თალაკვაძე
"მელია რაღაცაზე გაბრაზდა და გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა"- დავით კეზერაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
მმართველი გუნდის მხრიდან ბრალდებებს შეჩვეული ვარ - ვიოლა ფონ კრამონი „ქართულ ოცნებაზე“
,,ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებს მონაწილეობას''- გიორგი ვოლსკი
,,აქ იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს'' - ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს
"ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს, არ შეიძლება, გმირი შევარქვათ"- მიხეილ სარჯველაძე
თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია
"სალომე ზურაბიშვილმა სამარე გაუთხარა "ქართულ ოცნებას" - რომან გოცირიძე
„ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
“ოპოზიციური ტელევიზიების იმედზე იყოს ჩვენი მტერი” – ნათელაშვილი
„რეალურად ორი რეკომენდაცია დარჩა გასათვალისწინებელი, შესაბამისი კანონპროექტები უკვე არის მიღებული" - ირაკლი კობახიძე