5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყველა პირობა არსებობს დღეს თქვენი გეგმების რეალიზებისთვის, იმოქმედეთ სწრაფად და წინდახედულად, რათა კონკურენტებმა ვერ მოასწრონ სიტუაციის აღქმა და თავის სასარგებლოდ გამოყენება.

 

კურო

მართებული იქნება თუ გაურკვეველი საკითხების მოსაგვარებლად ხელმძღვანელობასთან მოახერხებთ გასაუბრებას, შესაძლოა დიალოგის გზით იპოვნოთ სწორი მიმართულება წარმატების მისაღწევად და თქვენი მიზნების რეალიზებისთვის.

 

ტყუპები

დღეს დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად. შეეცადეთ დაზოგოთ ნერვები და დრო და ნახევრად ხუმრობით, იუმორის დახმარებით იპოვნოთ ოპტიმალური გამოსავალი დაძაბული ვითარებიდან.

 

კირჩხიბი

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს ირგვლივ შექმნილ გარემოებაზე, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად გონივრული იქნება სტრატეგიული მოქმედება. აუცილებლად გაითვალისწინეთ სხვათა აზრი.

 

ლომი

გამძაფრებული შემოქმედებითი მუხტი საქმეზე კონცენტრირების საშუალებას არ მოგცემთ და შესაძლოა აღებული ვალდებულებები ბოლომდე ვერ მიიყვანოთ, გამოსავალი ერთია: მიუდექით თქვენს საქმეს შემოქმედებითად, თუნდაც ეს მათემატიკურ გათვლებსა და ბუღალტერიას ეხებოდეს.

 

ქალწული

თქვენი ოცნება და ფანტაზიები მიმართეთ რაიმე სიახლისკენ, შეიტანეთ ცვლილებები როგორც საქმიანობაში, ასევე ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. იფიქრეთ მომავალ წარმატებასა და თქვენი საქმის განვითარებაზე.

 

სასწორი

ნუ კარგავთ დროს არაფრისმომცემ ფიქრებსა და განსჯაში, ახლა მოქმედების დროა, თუ რაღაც ისე არ გამოვიდა, როგორც გინდოდათ სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრდა. იმოქმედეთ!

 

მორიელი

იმუშავეთ საკუთარ თავზე და შეეცადეთ ზედმეტად არ დაწვრილმანდეთ, კარგი იქნება თუ საქმეს მთლიანობაში განიხილავთ, ასეთ შემთხვევაში დღე მეტად ნაყოფიერი და წარმატების მომტანი იქნება.

 

მშვილდოსანი

ნუ იჩქარებთ მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, დღეს უკეთესი იქნება ამას სხვები თუ გააკეთებენ, თქვენ კი დათანხმდებით მათ წინადადებას, დარწმუნებული იყავით საქმეც უკეთესად გამოვა და ერთდროულად რამდენიმე „კურდღელსაც დაიჭერთ“.

 

თხის რქა

მაქსიმალურად შეეცადეთ დრო და ძალები გადაანაწილოთ და მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ ახლა გადაჭრათ. ეს დღე დახუნძლულია საქმეებითა და ვალდებულებებით, თუმცა ყველაფერს თავს გაართმევთ თუ მათ სტრატეგიულად დაახარისხებთ აქტუალურობის მიხედვით.

 

მერწყული

ფულად საკითხებთან და ოპერაციებთან დაკავშირებით რიგი სირთულეებია მოსალოდნელი, რომელიც მხოლოდ თქვენი მიზეზით არ ხდება,შესაძლოა ეს უფრო სხვა ადამიანების ან ორგანიზაციის დამსახურებაა, ამიტომ ადვილად ნუ ენდობით სხვების გადაწყვეტილებებს.

 

თევზები

შესაძლოა დღეს გაგიჭირდეთ სერიოზულ საქმეებზე კონცენტრირება და მუშაობა. თუ ასე მოხდა და გონება ვერ დაიმორჩილეთ სჯობს თავი დაანებოთ რუტინულ საქმიანობას და ყველაფერი სამომავლოდ გადადოთ.





მსგავსი სიახლეები
31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი