ანჯეი დუდა ვლადიმერ ზელენსკის ქართულ ხაფანგში იტყუებს - უცხოური პრესა

პოლონური ჟურნალ «Myśl Polska»-ში („პოლონური აზრი“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ანჯეი დუდა ვლადიმერ ზელენსკის ქართულ ხაფანგში იტყუებს“, რომელშიც  პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობაა განხილული და შედარებაა გაკეთებული საქართველოს პრეზიდენტის მოქმედებასთან 2008 წელს: რას პირდებოდა პოლონეთი თბილისს და რა მიიღო საბოლოოდ საქართველომ (ავტორი - მათეუშ პისკორსკი).


„უკრაინის პრეზიდენტი 3 მაისს ვარშავას ეწვია პოლონეთის კონსტიტუციის 230 წლისთავთან დაკავშირებით, სადაც მას თავისი პოლონელი კოლეგა ანჯეი დუდა ისეთ რაღაცეებს დაპირდა, რომ აშკარაა - მას უკრაინისთვის სიკეთე არ სურს“, - აღნიშნავს ავტორი.


გთავაზობთ სტატიის შინაარსს:


ყირიმი ანჯეი დუდას წარმოდგენებში


„ვლადიმერ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ თავაზიანად გადაუხადა მადლობა ანჯეი დუდას პოლონეთის მიერ გამოხატული პოზიციისათვის უკრაინის ტერიტორიოული მთლიანობის მხარდაჭერისა და ყირიმის რუსეთის კუთვნილების არაღიარების საკითხში, თუმცა ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყირიმის ნახევარკუნძულის თემა ფაქტიურად უკვე დიდი ხნის დახურულია: დასავლელი უკიდურესი ფანტაზიორებიც კი კარგად აცნობიერებენ, რომ ყირიმი და სევასტოპოლი რუსეთის შემადგენლობაში დარჩებიან. სიტუაციის შეცვლა მხოლოდ ერთ გარემოებას შეუძლია: თუ რუსეთის მესამე მსოფლიო ომში დამარცხდება ან მისი სახელმწიფოებრიობა კრახით დასრულდება. არადა, უახლოეს პერსპექტივაში ასეთი რამ მოსალოდნელი ნამდვილად არ არის.


ამის მიუხედავად, ანჯეი დუდამ მაინც აღუთქვა თავის კოლეგას, რომ უკრაინას ყირიმი აუცილებლად დაუბრუნდება და უთხრა, რომ საკითხს ევროკავშირის სამიტზე დააყენებს, თუმცა კარგად იცის, რომ ამ კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტას ვერავინ შეძლებს, მისი გავლენიანი მეგობრების ჩათვლით. ყველაფერი ცარიელი ფრაზებით დასრულდება.


ვარშავის დიპლომატიის პროგრესირებადი დეგრადაცია


საერთოდ, ახლო ისტორიას თუ გადავხედავთ, უკრაინასთან მიმართებით პოლონეთის აქტიურობის ბოლო აკორდი იმ დროს მოხდა, როცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი იყო, ჯერ კიდევ ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის ჟამს (2014 წლის თებერვალში). შემდეგ იანუკოვიჩი მალე დაამხეს და ვარსავა -კიევის ურთიერთობებიც შესუსტდა. დღეს იმის წარმოდგენაც კი რთულია, რომ პოლონეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ თავისი გერმანელი ან ფრანგი კოლეგების - ჰაიკო მაასისა და  ჟან-ივ ლე დრიანის თანასწორი იყოს.


ბუქარესტული ცუდი ასოციაციები: მიხეილ სააკაშვილი


ანჯეი დუდამ დაარწმუნა ვლადიმერ ზელენსკი, რომ ვარშავა კვლავაც მხარს დაუჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეას „ბუქარესტის ათეულის“ სამიტზე, მაგრამ საინტერესოა, როგორ? ლობირება ამ საკითხში რთულია, რადგან ალიანსის წევრების უმეტესობის პოზიცია ნეგატიურია. ამ კონტექსტში ბუქარესტთან დაკავშირებული სხვა სამიტი შეიძლება გავიხსენოთ, რომელიც 2008 წლის აპრილში გაიმართა.


როგორც ცნობილია, იმ დროს პოლონეთი, აშშ-ის წაქეზებით, ნატოს გაფართოების პროცესის მხარდაჭერით გამოვიდა და წინადადება წამოაყენა ალიანსის რიგებში საქართველო და უკრაინა მიღებულიყო, რომლებსაც იმ პერიოდში მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშენკო ხელმძღვანელობდნენ. იმავე წლის ზაფხულში საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თვლიდა, რომ ოკეანისიქით მას გავლენიანი მფარველები ჰყავდა, შეიჭრა სამხრეთ ოსეთში და დარტყმა მიაყენა არამხოლოდ ადგილობრივ [სეპარატისტულ] ხელისუფლებას, არამედ იქ მყოფ რუსეთის სამშვიდობო-სამხედრო კონტინგენტსაც.


თუ რით დასრულდა 2008 წლის აგვისტოს ომი, ყველამ კარგად ვიცით. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც აშკარად ჰქონდა პრობლემები ნარკოტიკების მოხმარების საკითხში, პოლიტიკურად ყველაფერი წააგო. მას ვერ დაეხმარა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და სხვა „მეგობრების“ კურიოზული მისია თბილისში, რომელიც საღ აზრთან შეუთავსებელი იყო. საქართველოს ყოფილი ავტორიტარული პრეზიდენტი დღეს ეგზოტიკურ თანამდებობებს იცვლის თავისი ამერიკელი მეგობრების დახმარებით.


ვლადიმერ ზელენსკი ერთი შეხედვით თითქოსდა ჭკვიან ადამიანს ჰგავს, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს. ანჯეი დუდა, რომელიც მას ნატოში გაწევრიანების პირობას აძლევს, მას ამით პოლიტიკური თვითმკვლელობისაკენ უბიძგებს, ან მინიმუმ უკიდურესად სარისკო თამაშს სთავაზობს. აშკარაა, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ამ შემთხვევაში, უბრალოდ, ვაშინგტონზე მუშაობს, რომელიც ასევე დაპირებებს აძლევს კიევს და ვარშავას, რომ მათ ბოლო უკრაინელ და პოლონელ ჯარისკაცამდე დაიცავს“, - წერს მათეუშ პისკორსკი.


წყარო: https://myslpolska.info/2021/05/03/duda-wciaga-zelenskiego-w-gruzinska-pulapke/

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 





მსგავსი სიახლეები
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post
„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა
„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს"
"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy
„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“
"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt
"ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები" - რას წერს იაპონური გამოცემა
"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian
"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal
"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek
"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს"
"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian
"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“