"რუსეთთან დიალოგის ნებისმიერ მცდელობას ნაცსექტანტები ფაქიზად ჩასაფრებულ პოზაში ხვდებიან"

რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე, რის შესახებაც საუბრები პოლიტიკურ დონეზე სულ უფრო ხშირად გვესმის ბოლო დროს - მე უკვე შევეხე. თუმცა შევეხე წინა წლებში ამ დიალოგის მცდელობების წარუმატებლობის პრიზმაში. მაგრამ დრონი მეფობენ და ღმერთმა ქნას, რომ ამ კუთხითაც რამე შეიცვალოს დადებითად. დღეს სულ სხვა რაკურსით მინდა შევეხო ამ საკითხის განხილვას, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

"როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი ყოველდღიურობის თითქმის ყველა სფერო ნაციონალური მოძრაობის მკაცრი რევიზიისა და მათ მიერ მოხვეული დღის წესრიგით იმართება - რუსეთთან დიალოგის ნებისმიერ მცდელობას ნაცსექტანტები ფაქიზად ჩასაფრებულ პოზაში ხვდებიან. თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს ეხება.


როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ისედაც რთული ურთიერთობების ბოლოდროინდელი დაძაბვის ფონზე, პრეზიდენტმა პუტინმა თავის უკრაინელ კოლეგას შეხვედრის გამართვა შესთავაზა მოსკოვში, რასაც ზელენსკიმ უარით უპასუხა - მან ამ შეხვედრისთვის ან დონბასის, ან სულაც ნეიტრალური მოედანი შესთავაზა, ვატიკანის სახით. ასეა თუ ისე, შეხვედრის ადგილი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად იქცა. თუმცა პუტინმა, როგორც ჩანს, ზელენსკიზე ზეგავლენის მოხდენის ელჩი შეარჩია და თავისი წინადადება გაახმოვანებინა კიდეც. ეს ელჩი - უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილია. ადამიანი - რომელიც საქართველოს 180-გრადუსიანი პოზიციით უკრძალავს ყოველივე იმას, რასაც ფაქტიურად პუტინის სახელით ურჩევს უკრაინის პრეზიდენტს.


მე არ ვიცი საქართველო რა გზას აირჩევს რუსეთთან ურთიერთობების დალაგების ურთულეს გზაზე - მაგრამ, თუ მოქმედი ხელისუფლება არ მოიცილებს მის თავს მოხვეულ კომპლექსებს და ნაცსექტას მის ბელადთან ერთად არ მიუჩენს თავის კუთვნილ ადგილს, ამ ქვეყნის შემდგომ განვითარებას და ანტიკრიზისულ პერსპექტივებს მე პირადად ბუნდოვნად ვხედავ. რუსეთთან დიალოგის ყოველდღიურ რეჟიმში დღეს იმყოფება თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი - გაეცანით ილჰამ ალიევისა და სერგეი ლავროვის ბაქოში გუშინდელი შეხვედრის სტენოგრამებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ამჯერად ამ დიალოგის აუცილებლობაზე ალაპარაკდა უკრაინაც - მისი „მთავარი რეფორმატორის“ მიხეილ სააკაშვილის სახით. რაც მთავარია - ალაპარაკდა რუსეთის პრეზიდენტის პრინციპების დაცვის პოზიციებიდან. კარგად მოუსმინეთ ვიდეო/რგოლს - მცირე ქრონომეტრაჟი აქვს, მაგრამ კომენტარს არ საჭიროებს," - წერს ის.





მსგავსი სიახლეები
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია
"პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ"
"ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები"
"რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!"
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"