კო­ბა­ხი­ძე პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს და­ტო­ვებს, მის შე­ფო­ბას კი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ითა­ვებს, კიდევ რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი გა­ხა­რი­ას­თან გა­და­ბარ­გდე­ბა - რა ხდება "ქართულ ოცნებაში"?

რო­გორც ამ­ბო­ბენ, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კა­ში მობ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი ლე­ვან ვა­სა­ძის სა­ხით გა­მო­უჩ­ნდა. ულტრა­კონ­სერ­ვა­ტუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ბიზ­ნეს­მენ­მა 6 მა­ისს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა “ერ­თო­ბა, რა­ო­ბა, იმე­დი” და­ა­ფუძნა. რო­გორც ჩანს, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის­თვის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო. არის მით­ქმა-მოთ­ქმა და ეჭვი, რომ ვა­სა­ძე კრემ­ლმა გა­ა­აქ­ტი­უ­რა და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლაც შეკ­რას. კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ვის მხრივ, გი­ორ­გი გა­ხა­რია პარ­ტი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ას თვის ბო­ლოს აპი­რებს და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ამ დღეს უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან მას­თან გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი კი­დევ ვი­ხი­ლოთ. მით­ქმა-მოთ­ქმა არ წყდე­ბა იმა­ზეც, რომ "ოც­ნე­ბა­ში“ ლი­დე­რე­ბი ვერ თან­ხმდე­ბი­ან და მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ღრმავ­დე­ბა. სან­დო წყა­როს თქმით, ლი­დე­რე­ბი ღიად ერ­თმა­ნეთს ვერც უპი­რის­პირ­დე­ბი­ან და ვერც წი­რა­ვენ, "რად­გან თო­კის გა­დაჭ­რას შე­საძ­ლოა ყვე­ლას ჩა­ყო­ლა-და­ღუპ­ვა მოჰ­ყვეს“.

"დიდი ალ­ბა­თო­ბით, ივ­ნის­ში "ოც­ნე­ბის“ ყრი­ლო­ბა ჩა­ტარ­დე­ბა და კო­ბა­ხი­ძე პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს და­ტო­ვებს, მის შე­ფო­ბას კი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ითა­ვებს. კო­ბა­ხი­ძეს დე­პუ­ტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა თით­ქმის და­კარ­გუ­ლი აქვს. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ მალე რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი გა­ხა­რი­ას­თან გა­და­ბარ­გე­ბას აპი­რებს. გა­ხა­რია თვის ბო­ლოს აფუძ­ნებს პარ­ტი­ას და "ოც­ნე­ბა“ მა­ნამ­დე ეც­დე­ბა და­პი­რე­ბე­ბით "სა­ეჭ­ვო“ დე­პუ­ტა­ტე­ბის გად­მო­ბი­რე­ბას. გა­ხა­რია ჯერ იც­დის, პრო­ცე­სებს აკ­ვირ­დე­ბა. ვა­სა­ძის გა­მო­ჩე­ნას არც ეგ ელო­და“, - გვე­უბ­ნე­ბა წყა­რო.

კვა­ლავ იქ­ნე­ბა თუ არა თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი კახი კა­ლა­ძე, ესეც გა­ურ­კვე­ვე­ლია, თუმ­ცა "ოც­ნე­ბის" შიგ­ნით ლა­პა­რა­კო­ბენ იმ და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თით­ქოს მერს ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და კო­ბა­ხი­ძეს­თან აქვს.

"კო­ბა­ხი­ძე კა­ლა­ძეს ვერ იტანს და იმე­დი ჰქონ­და, რომ მას ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხე­ლით ჩა­მო­ი­ცი­ლებ­და. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ღიად ერი­დე­ბა კო­ბა­ხი­ძეს­თან ომს, თუმ­ცა მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია. კა­ლა­ძის წას­ვლა ყვე­ლას უნდა, მაგ­რამ თან არა, ვი­ნა­ი­დან ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძა­ლაა და მისი მო­შო­რე­ბა არაა მარ­ტი­ვი საქ­მე. კახი რომც გა­ვი­დეს გუნ­დი­დან, მას ელექ­ტო­რა­ტის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გაჰ­ყვე­ბა, რა­საც კო­ბა­ხი­ძე­ზე ვერ ვი­ტყვით. ის და მდი­ნა­რა­ძე რომც გა­უშ­ვან და ოხა­ნაშ­ვი­ლიც ზედ მი­ა­ყო­ლონ, "ოც­ნე­ბას“ ამით არა­ფე­რი და­აკ­ლდე­ბა.

კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, "ოც­ნე­ბას“ 43% ექ­ნე­ბა და მე ვი­ღებ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სო, მაგ­რამ ვერ მი­ი­ღებს - იქით გა­ხა­რია, აქეთ ვა­სა­ძე წა­არ­თმევს ელექ­ტო­რატს. ახლა ის მო­მენ­ტია, როცა ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ღიად რომ და­ე­ჯა­ხონ, შე­იძ­ლე­ბა გა­დაჭ­რი­ლი თო­კის ეფექ­ტი იყოს და ყვე­ლა და­ი­ღუ­პოს. სუს-ის ფაქ­ტო­რიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ­ლის სიმ­პა­თი­აც ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­კენ იხ­რე­ბა. ლი­ლუ­აშ­ვილს და გო­მე­ლა­ურს გულ­ზე არც კო­ბა­ხი­ძე ეხა­ტე­ბათ და არც კა­ლა­ძე“.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" კახა კა­ლა­ძის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლიც და აღ­ნიშ­ნავს, რომ თუ კა­ლა­ძე დარ­ჩა ამ პარ­ტი­ში, მა­შინ მას თბი­ლი­სის მე­რო­ბა­ზე მეტი ამ­ბი­ცია ექ­ნე­ბა.

 

 

პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ლი­დე­რე­ბის და­კარ­გულ თუ შე­ძე­ნილ შან­სებ­ზე ambebi.ge-ს პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ესა­უბ­რა:

"ლე­ვან ვა­სა­ძის გა­მო­ჩე­ნა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა. ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რი იყო, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ის აუ­ცი­ლებ­ლად შე­მო­ვი­დო­და პო­ლი­ტი­კა­ში და ასეც მოხ­და - ისე­თი დრო შე­არ­ჩია, როცა ელექ­ტო­რა­ტის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პა­რე­ზი და­ტო­ვა ივა­ნიშ­ვილ­მა და მე­სა­მე ძალა ისევ მო­თხოვ­ნად დარ­ჩა".

პო­ლი­ტო­ლო­გი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მიერ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზეც ლა­პა­რა­კობს:

"რაც შე­ე­ხე­ბა გა­ხა­რი­ას, მას აქვს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი. შე­საძ­ლოა მას­თან გა­და­ბარ­გდნენ, მაგ­რამ ისაა სა­ინ­ტე­რე­სო, ეს დე­პუ­ტა­ტე­ბის რა კა­ტე­გო­რი­აა. მე­ო­რე - გა­ხა­რი­ას ექ­ნე­ბა ფრაქ­ცია, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, მისი შეც­დო­მა სწო­რედ ის იყო, რომ პარ­ტი­ის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე ფრაქ­ცია შექ­მნა. ეს ფრაქ­ცია არც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ამან გა­ხა­რი­ას მი­მართ ირო­ნია უფრო გა­მო­იწ­ვია, ვიდ­რე პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა. პო­ლი­ტი­კა­ში მე­სა­მე ძა­ლის პრე­ტენ­ზია თუ გაქვს, ჯერ პარ­ტი­ის პრე­ზენ­ტა­ცია უნდა გა­ა­კე­თო, მერე ფრაქ­ცია შექ­მნა, მერე გა­და­ვი­დოდ­ნენ დე­პუ­ტა­ტე­ბი და ეს გა­ა­ჩენ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ცდას, რომ გა­ხა­რია ძლი­ერ­დე­ბა.

კი­თხვა­ზე, მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა "ოც­ნე­ბამ“ უმ­რავ­ლე­სო­ბა და­კარ­გოს და აი­ღებს თუ არა 43%-ს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში, რაც ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის გან­მსა­ზღვრე­ლი იქ­ნე­ბა, ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ამ­ბობს, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია:

"არ გა­მოვ­რი­ცხავ ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­საც, მაგ­რამ არ მაქვს იმის მო­ლო­დი­ნი, რომ ეს აუ­ცი­ლებ­ლად ასე იქ­ნე­ბა. ხვალ რომ ტარ­დე­ბო­დეს არ­ჩევ­ნე­ბი, "ოც­ნე­ბა“43%-ს აი­ღებს, მაგ­რამ არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა 6 თვის შემ­დეგ. ისეც მე­ეჭ­ვე­ბა, "ოც­ნე­ბამ“ და­კარ­გოს უმ­რავ­ლე­სო­ბა, ვი­ნა­ი­დან ასე­თი პრაქ­ტი­კა ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ყო­ფი­ლა, რო­მე­ლი­მე მმარ­თველ ძა­ლას უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ე­კარ­გოს პარ­ლა­მენ­ტში. ისი­ნი, ვინც და­ვუშ­ვათ, გა­ხა­რი­ას­თან გა­დავ­ლენ, მათ რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ? ისი­ნი დღეს კარ­გა­ვენ გავ­ლე­ნას იმ იმე­დით, რომ 24-ში ისევ მო­ი­პო­ვე­ბენ? არ ვიცი, გუნ­დის შიგ­ნით რა და­პი­რის­პი­რე­ბა და რა გა­და­ნა­წი­ლე­ბე­ბია, ერთი რამ შე­მიძ­ლია ვთქვა - ივა­ნიშ­ვილს თუ უნ­დო­და, ღა­რი­ბაშ­ვილს და­ნიშ­ნავ­და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ და არა - კო­ბა­ხი­ძეს. დღეს რა, ივა­ნიშ­ვილს სა­ერ­თოდ აღარ ახ­სოვს, რომ ასე­თი პარ­ტია არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში? შე­იძ­ლე­ბა ის ყო­ველ­დღი­ურ პრო­ცე­სებ­ში არ ერე­ვა, მაგ­რამ სა­ერ­თოდ მო­წყდა პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას? მე რო­გორც მახ­სოვს, იყო ჭო­რე­ბი, კო­ბა­ხი­ძის პრე­მი­ე­რო­ბის სურ­ვილ­ზე, რო­დე­საც საქ­მე­ში ჩა­ე­რია ივა­ნიშ­ვი­ლი და თქვა, - არა. ასე რომ, დღეს კი­დევ ერთი კა­ცია, რო­მელ­საც სი­ტყვა ეთ­ქმის "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“, მაგ­რამ ის რას იტყვის, ჯერ არ ვი­ცით. კუ­ლუ­ა­რუ­ლი თა­მა­შე­ბი არ ვიცი, მაგ­რამ იმას ვერ ვხე­დავ, რომ კო­ბა­ხი­ძემ გავ­ლე­ნა და­კარ­გა“.

 

 

 

წყარო: ambebi.ge





მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე