ქართველთა წვლილი ევროპულ ცივილიზაციასა და ევროკავშირის შექმნაში

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ ინტერვიუს  პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორთან, სტუ პროფესორთან, 2021 წლის „პერსონაზე“ წარდგენილ ვაჟა შუბითიძესთან:


- ბატონო ვაჟა, დღეს 9 მაისს აღინიშნება ევროპის დღე. თქვენ ფაქტობრივად. პირველი მეცნიერი ხართ, ვინც დაწერა ჯერ კიდევ 2007 წელს, რომ ევროკავშირის შექმნის და ევროინტეგრაციის სათავეებთან ქართველებიც იდგნენ. რას ეყრდნობა თქვენი მტკიცება?


- ჩვენ, ქართველებს, უკვე გაგვაჩნია არქეოლოგიური, ლინგვისტური, გენეტიკური, ჰემატრიული და სხვა სახის კვლევები, რომლითაც მალე სხვებიც ირწმუნებენ, რომ დღევანდელი ევროპის, ახლო და შუა აღმოსავლეთის, ინდოეთის ზედა წელის, კავკასიის ტერიტორიებზე, ყოფილ ჩაძირულ კუნძულ ატლანტიდაზე განფენილი იყო იბერიულ-კავკასიური ტომები და მათი ცივილიზაცია. ეს ცივილიზაცია მიითვისეს აქ მოსულმა ინდოევროპელებმა, მათგან ყველაზე მოხერხებულმა ბერძნებმა კი მისი ყველა კვალი თითქმის (ბასკეთის, ირლანდიის, კელტიბერების და კავკასიის გარდა) წაშალეს და ევროპიდან გამოგვაძევეს. ახლა კი, ჩვენ კი არ შევდივართ ევროპაში, არამედ ვბრუნდებით იქ ტერიტორიის გარეშე, ცივილიზაციურად და კულტურული გაგებით.

 

რაც შეეხება ევროკავშირის სათავეებთან ქართველების ყოფნას, ამაზე ეს შეიძლება ითქვას: ევროკავშირის მამებად ითვლებიან იდეურად უინსტონ ჩერჩილი (1946 წ.), ასევე ფრანგი პოლიტიკოსები და დიპლომატები - ჟან მონე და რობერტ შუმანი, რომელთაც 1950-51 წელს დაიწყეს პრაქტიკული ქმედებები ევროპის გაერთიანების გზაზე. რეალურად კი,  როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ქმედებები ამ მიმართულებით დაიწყო ქართველმა ემიგრანტმა მეცნიერმა, სტრასბურგის უნივერსიტეტის წამყვანმა პროფესორმა მიხეილ მუსხელიშვილმა (1903-1964წწ). ნიჭიერი ახალგაზრდა 1921 წელს ჟორდანიას მთავრობამ და ივანე ჯავახიშვილმა გააგზავნეს ევროპაში 70 სხვა ახალგაზრდასთან ერთად სხვადასხვა დარგების შესასწავლად (მასთან ერთად იყვნენ ძმები, ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეები - მსოფლიო დონის სწავლულები). მიხეილ მუსხელიშვილმა (ევროპაში მას იცნობენ როგორც მიხეილ მუსხელს) იურისპრუდენცია (საერთაშორისო სამართალი) შეისწავლა ჯერ გიოტინგენის, მერე მიუნჰენის(გერმანია) უნივერსიტეტებში, ბოლოს კი სორბონაში (საფრანგეთი). 1935-1948 წლებში მუსხელიშვილი იყო ქაიროს სამართლის ფრანგული სკოლის და ფუადის უნივერსიტეტის ორდინალური პროფესორი, სამართლის კათედრის გამგე, ეგვიპტის მთავრობის მრჩეველი საერთაშორისო სამართლის და პოლიტიკური მეცნიერების კუთხით.

 

ამის შემდეგ იგი ბრუნდება საფრანგეთში და იყო სტრასბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წამყვანი პროფესორი. მას ხშირად იწვევდნენ ლექციების წასაკითხად როგორც ევროპაში (ინგლისი, იტალია, ნორვეგია, ჰოლანდია, შვეიცარია, შვეცია, ფინეთი), ასევე აშშ-ში(მაგ. 1954 წელს მან ამერიკაში, სხვადასხვა ქალაქებში ჩაატარა ლექციები ევროპის ცივილიზაციის კრიზისზე და ევროპის კულტურის გაცოცხლების აუცილებლობაზე. ერთ-ერთ ლექციას ვაშინგტონში დაესწრო მთელი დიპლომატიური კორპუსის კულტურის ატაშეები). მისი ნაშრომები იბეჭდებოდა ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. მან სტრასბურგში დააარსა საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრი, სადაც გამოიცა 2 ტომი ფუნდამენტური გამოკვლევებისა უმაღლესი დონის მეცნიერთა მონაწილეობით. ეს იყო პირველი სოვეტოლოგიური ცენტრი ევროპაში, რომელიც მცირე ერებისა და პიროვნებების უფლებრივ მდგომარეობას სწავლობდა (ამ ცენტრს ახლაც მუსხელის ცენტრი ჰქვია).

 


- ომის მერე შექმნილ ნაშრომებში მუსხელიშვილი ანვითარებდა აზრს, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები ცალ-ცალკე ვერ გაუწევდნენ კონკურენციას აშშ-საბჭოთა კავშირის აგრესიულ და ამბიციურ მიზნებს, ქმედებებს და გაითელებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებივით. ამიტომ ყოვლად აუცილებელი და გარდაუვალი იყო მათი ძალებისა და რესურსების გაერთიანება. ამ მიზნით მან 1948 წელს(მონეზე და შუმანზე 2 წლით ადრე) შეიმუშავა ევროპის ფედერალური კონსტიტუციის პროექტი (გასტონ სტეფანისთან ერთად), რაც დაეფუძნა მის ნაშრომს „ევროპის ფედერალიზმის საფუძვლები და სტრუქტურა“. ეს პროექტი საფუძვლად დაედო თანამედროვე ევროკავშირის კონსტიტუციის ძირითად დებულებებს.

 

1951 წელს მან ოფიციალურ მოხსენებაში გააჟღერა ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის იდეა, როცა 300 სტუდენტი და 6 პროფესორი მიიყვანა საფრანგეთ-გერმანიის საზღვართან და სიმბოლურად მოშალა საზღვრის ინფრასტრუქტურის კომპონენტი (ანუ შენგენის ვიზა და უვიზო მოგზაურობა ევროპაში მისი იდეაა). 1952 წელს, ხედავდა რა საქართველოს მომავალს ევროპაში, მან მიხაკო წერეთელთან და სხვებთან ერთად დააარსა „საქართველოს ევროპული მოძრაობა“, რათა შეეგუებინათ ევროპელები საქართველოს ევროპაში დაბრუნების იდეისთვის. 1952 წლიდან მუსხელიშვილი იყო ევროპელ პროფესორთა ასოციაციის დამაარსებელი და გენერალური მდივანი. 1954 წლიდან ის იყო ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის დამაარსებელი და ორჯერ არჩეული გენერალური მდივანი(ასევე პოლიტიკურ მეცნიერებათა საერთაშორისი საზოგადოების დამაარსებელი). ამ ასოციაციის კონგრესზე 1955 წელს ტრიესტში (რუმინეთი) მან წამოაყენა იდეა ევროპული საგანმანათლებლო პროგრამების დაახლოების და ჰარმონიზაციის შესახებ. ეს პრინციპი კი საფუძვლად დაედო განათლების ბოლონიის სისტემას, რითაც მიმდინარეობს სწავლა დღეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. 1958 წელს მან დააყენა მოთხოვნა ბრიუსელში, რომ ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებასთან ერთად (საერთო ბაზრის, მერე ევროკავშირის) ერთად შექმნილიყო პოლიტიკური ინსტიტუციებიც (მაგ. ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროკავშირის საბჭო და სხვ.), რაც მოგვიანებით განხორციელდა კიდეც.

 

მიხეილ მუსხელიშვილი იყო ევროპის კონგრესის ორგანიზატორი და პირველი პრეზიდენტი, ასევე ფედერალური ევროპის მოძრაობის კომიტეტის წევრი, ევროპის ერთიანობის საერთაშორისო ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალის „ევროპის ფორმირება“ რედკოლეგიის წევრი. პროფესორმა ილია ტაბაღუამ მიხეილ მუსხელიშვილს ერთიანი ევროპის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი უწოდა. ის იყო ასევე „აკადემიური პალმის“ ჯილდოს კავალერი (ორდენი დააწესა ნაპოლეონმა 1808 წელს). მიხეილი გატაცებული იყო ალპინიზმით და ხშირად ლაშქრავდა ალპების მწვერვალებს. 1964 წელს (მიხეილ ხერგიანამდე 5 წლით ადრე) იტალიაში დ’ აოსტას ხეობაში იგი მწვერვალიდან დაცურდა ყინულის დნობის გამო და დაიღუპა. მის დაკრძალვას მთელი სტრასბურგის უნივერსიტეტი და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა დაესწრო გენერალურ მდივნის მოადგილის ჩათვლით, რომელმაც გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა უნივერსიტეტის რექტორთან ერთად. ჩემმა დოქტორანტმა (ამჟამად ასისტენტ-პროფესორმა) ედიშერ ჯაფარიძემ 2018 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა მუსხელიშვილის და ალექსანდრე ნიკურაძის მოღვაწეობაზე (ამ უკანასკნელის დამსახურებაა ტერმინ „ევროპოლოგიის“ შემოღება, როგორც ევროპული კვლევების კვინტესენციის და ქართულ-ევროპული პარალელების სერიოზული კვლევა „კონტინენტალური ევროპის კვლევა-ძიების ინსტიტუტში“, რომელიც მას საგანგებოდ შეუქმნეს გერმანელებმა 1940-იანი წლებიდან).

 

სამწუხაროდ, ქართველ მეცნიერთა ამ მიღწევებს დღემდე ვერ იყენებს საქართველოს სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქართველი დიპლომატები საქმეში ჩაუხედავობისა და უნიათობის გამო. ერთადერთი , რაშიც დაგვეხმარენ, ეს არის მუსხელიშვილის საფლავის მოძებნა 2018 წელს, რომელიც მანამდე დაკარგული იყო. ჩვენი სამეცნიერო ჯგუფის მიერ წარდგენილი პროექტი ამ ორი დიდი მეცნიერის მემკვიდრეობის სრულყოფილ შესწავლაზე (საფრანგეთ-გერმანიაში არქივების შესწავლა) მთავრობა-სამინისტრომ და რუსთაველის ფონდმა დაბლოკეს და არ დაგვფინანსეს 3-ჯერ მცდელობის მიუხედავად. განა ბევრ ქვეყანას ჰყავს ასეთი დონის მეცნიერები, რომლებმაც საპატიო წვლილი შეიტანეს ევროინტეგრაციაში და ევროკავშირის შექმნაში. ეს დროზეა გასაკეთებელი, თუ გვინდა რომ ევროკავშირში მიგვიღონ. ასეთ არგუმენტებს ევროკავშირში წინ ვერავინ აღუდგება, ოღონდ საჭიროა ამ ყველაფრის ცოდნა და მერე შარლ მიშელამდე და სხვა ხელმძღვანელებამდე სწრაფად და კომპეტენტური ხალხის მიერ მიტანა . ეს შანსი რამდენჯერმე გავუშვით ხელიდან, ბოლოს, როცა საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო, მაგრამ მინისტრმა ზალკალინმა, რომელსაც საგანგებოდ შევხვდით, ეს საკითხი არ დააყენა ევროპის საბჭოს სხდომაზე ჩვენდა საწუხაროდ და გასაკვირად.





მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე