პროექტისა და სამტომეულის „ტაო-კლარჯეთის ციხე -სიმაგრეები“ პრეზენტაცია

12 მაისს გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო  კონკურსის „საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის“ გამარჯვებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის  პროექტის  „ტაო-კლარჯეთის  ქართული ციხე -სიმაგრეები“ და მის  ფარგლებში  გამოცემული სამტომეულის ონლაინ  პრეზენტაცია.  პროექტისა და  გამოცემული სამტომეულის „ტაო-კლარჯეთის  ქართული ციხე -სიმაგრეები“  მიზნებსა და შედეგებზე, განხორციელებულ  მოცულობით  სამეცნიერო კვლევა-ძიებაზე  ისაუბრა  პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა,  პროფესორმა, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალურმა დირექტორმა  ჯაბა სამუშიამ.    პრეზენტაცია „ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ‘’ წარადგინა პროექტის სამეცნიერო  ხელმძღვანელმა  2018-2020 წლებში, ისტორიის მეცნიერებათა  დოქტორმა,    ბონდო კუპატაძემ.   

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა,  აკადემიკოსმა  როინ მეტრეველმა აღნიშნული სამეცნიერო პროექტის,  ჩატარებული  კვლევის მაღალ დონესა  და  სახელმწიფოებრივ  მნიშვნელობაზე ისაუბრა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორმა, პროფესორმა  გიორგი შარვაშიძემ  აღნიშნა, რომ  უახლოეს ხანში  რამდენიმე მნიშვნელოვანი  სამეცნიერო  პროექტის პრეზენტაცია შედგება,  რომელთა უმრავლესობა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის  დაფინანსებულია,  ყურადღება  გაამახვილა ისტორიული  ტაო-კლარჯეთის მრავალმხრივი  კვლევა-შესწავლის  აქტუალობასა და ამ მიმართულების სამეცნიერო პროექტებში   ახალგაზრდა მეცნიერების, დოქტორანტების   ჩართვის  მნიშვნელობაზე.   

 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, გორის უნივერსიტეტის რექტორმა,  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი სოსიაშვილმა, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურმა  დირექტორმა, ისტორიის  მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი კალანდიამ,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი ჭეიშვილმა,  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, როინ მალაყმაძემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, როლანდ თოფჩიშვილმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ირინე გივიაშვილმა და სხვებმა.   

 

სამტომეული „ტაო-კლარჯეთის  ქართული ციხე -სიმაგრეები“ მოიცავს 80-მდე ნაგებობის ისტორიას, პუბლიკაცია ფუნდამენტურ კვლევას წარმოადგენს და ტაო-კლარჯეთის საფორტიფიკაციო სისტემების  მონოგრაფიულად შესწავლის პირველი ცდაა.  





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს