ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს მორიგი გადაწყვეტილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში"

2021 წლის 12 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიღებულ იქნა მორიგი გადაწყვეტილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში". ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მინისტრთა კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის შეფერხებას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

„გადაწყვეტილებაში გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით გაუარესებული მდგომარეობის და ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფის, ეთნიკური დისკრიმინაციის, გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, თავისუფალ გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, ასევე პირადი უსაფრთხოების, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისა და საკუთრების უფლებების უგულებელყოფის გამო.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მოქალაქეთა დაკავებების უკანონო პრაქტიკაზე; კერძოდ, მინისტრთა კომიტეტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ზაზა გახელაძისთვის 12 წლით და 6 თვით უკანონო პატიმრობის მისჯის გამო და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება.

გადაწყვეტილებაში უკიდურესი შეშფოთებით აღნიშნულია, რომ კვლავაც დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები.

მიესალმება რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", მინისტრთა კომიტეტი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რუსეთის პასუხისმგებლობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე და ხაზს უსვამს მისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

გადაწყვეტილება აღნიშნავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობას, ადგილზე უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად და ამ კონტექსტში მოუწოდებს გალის მექანიზმის აღდგენისკენ.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და მისი ინსტრუმენტების მიმართ.

მიღებულ გადაწყვეტილებაში მინისტრთა კომიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებას „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" მინისტრთა კომიტეტი 2014 წლიდან იღებს, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს და საერთაშორისო დღის წესრიგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს წარმოადგენს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე