რა ხდება ამ ქვეყანაში, ჭკვიანი, ნორმალური, განათლებული ადამიანების ხმა რომ არ ისმის და შლეგები და კრამიტდაცურებულები გვმოძღვრავენ? - ვახტანგ ხარჩილავა
„საერთო გაზეთის“ მთავარი რედაქტორის ვახტანგ ხარჩილავას შეფასება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე:
შარლ მიშელის „ბიბლიაზე“, ანუ მის მიერ ქართველებისთვის სამოქმედო გეგმად დატოვებულ დოკუმენტზე დაფიცება, ჯერჯერობით, არც „ნაცმოძრაობას“ და არც მის ტყვედ ჩავარდნილ ლიდერს ნიკანორ მელიას არ სურთ, უფრო ზუსტად, არ სურს ეს პოლიტკოლონია „ნაცმოძრაობის“ მეპატრონეს, პოლიტფეოდალ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მელიას ციხიდან გამოშვება-არგამოშვებით დიდხანს ევაჭრებოდა დასავლეთს, რომ ამ ვაჭრობიდან რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღო.
ბევრი ჭკუისკოლოფი ვერა და ვერ მიხვდა, რომ მელია „ქართული ოცნების“ კი არა, სააკაშვილის პირადი ტყვეა, რომელიც პატრონის მითითებებს ასრულებს და მანამდე იჯდება ციხეში, სანამ კიევიდან მისი გათავისუფლების ნებართვა არ მოვა.
ამბავი, რომელსაც ოპოზიცია დრამად და ტრაგედიად წარმოაჩენს, კომედიაა, რომლის მთავარი პერსონაჟი მელია, გმირი რომ ჰგონია თავი, სინამდვილეში, სააკაშვილის თუთიყუშია, რომელიც „ქართული ოცნების“ გალიაში მისმა პატრონმა _ სააკაშვილმა ჩასვა.
ასეა თუ ისე, მელია გალიიდან არ გამოდის, სამაგიეროდ, ლევან ვასაძე გამოვიდა თავისი კომფორტული გალიიდან და ახალი მოძრაობის დაფუძნება დააანონსა, რომელიც მომავალში პარტიად უნდა გადაკეთდეს თურმე.
ლევან ვასაძისგან მსგავსი დაპირებები ადრეც ბევრჯერ გვსმენია, მაგრამ ვასაძე ისევ ისე მოულოდნელად გაუჩინარდებოდა ხოლმე, როგორც გამოჩნდებოდა.
_ ახლა უკვე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, პოლიტიკაში მოვიდე და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, _ განაცხადა ბატონმა ლევანმა.
როგორც გაირკვა, ეს გადაწყვეტილება ვასაძეს შარლ მიშელის დოკუმენტმა მიაღებინა, რომელშიც მან ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემცირება-შევიწროების საფრთხე დაინახა.
ასე რომ, თუ ვასაძის ახალი პარტია შეიქმნება, ეს შარლ მიშელის დამსახურება იქნება.
სხვათა შორის, დიდი ინტერესით ვუსმინე ლევან ვასაძის ინტერვიუს ირაკლი იმნაიშვილთან „რუსთავ- 2“-ზე და, სიმართლე გითხრათ, ბევრი მისი მოსაზრება აბსოლუტურად სწორი მომეჩვენა, თუმცა ეს ყველაფერი რაღაცით ჰგავდა უკან მიდევნებულ ლამპარს და მუშტების ქნევას უკვე დამთავრებული ჩხუბის შემდეგ.
პოლიტიკას არ უყვარს უკანა რიცხვით საუბარი.
თუ გინდა, პოლიტიკაში წარმატებას მიაღწიო, ის, რაც ათი თუ თხუთმეტი წლის წინათ უნდა გეთქვა, ათი თუ თხუთმეტი წლის შემდეგ კი არ უნდა მითხრა, არამედ მაშინვე უნდა თქვა და მაშინვე უნდა დაიწყო მოქმედება.
რასაც დღეს ლევან ვასაძე ამბობს, ჩვენ ეს ყველაფერი დიდი ხანია ვიცით და დიდი ხანია ამაზე ხმამაღლა ვლაპარაკობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რეალობის შეცვლის ძალა არ გვაქვს.
აღმოაჩნდება კი ლევან ვასაძეს და მის მომავალ პარტიას ის ძალა და ენერგია, რომელიც იმ ურთულესი პრობლემების დაძლევას მოახერხებს, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე დგას, მით უმეტეს, რომ ეს პრობლემები ძალიან ღრმად და საფუძვლიანად არის უკვე ჩაბეტონებული ქართული სახელმწიფოს შენობის საძირკველში.
ქართული პოლიტიკა სიურპრიზებით არის სავსე _ ვის გამოჩენასაც ველოდით, ის არ გამოჩნდა და ვის გამოჩენასაც არ ველოდით, ის მოვიდა.
გახარიას ველოდით და ვასაძე შეგვრჩა ხელთ.
ამ ორ ფიგურას დიდი არაფერი აქვს საერთო ერთმანეთთან, თუმცა დარწმუნებული ვარ, გახარიაც რომ გამოჩნდეს, მასაც ზუსტად იგივე კითხვებს დაუსვამენ, რასაც ახლა ვასაძეს უტრიალებენ ცხვირწინ: თქვენზე ამბობენ, რომ რუსული პროექტი ხართ. მართალია ეს?
გახარიაც იგივეს უპასუხებს, რაც ვასაძემ უპასუხა: ეს ტყუილია!
ჟურნალისტები, რომლებიც პროდასავლურობას თამაშობენ, ამ კითხვას რესპონდენტის კომპრომეტაციის მიზნით, მის გასაშავებლად და „დასაჩმორებლად“ სვამენ _ რუსული პროექტი თუ ხარ, ე. ი, ცუდი ხარ, დასავლური პროექტი თუ ხარ _ კარგი ხარ.
ასე მარტივად და პლებეურად წყვეტენ საკითხს ეს ფსევდო-ჟურნალისტები, ფსევდო-ექსპერტები, ფსევდო-ანალიტიკოსები, რომელთა უმრავლესობა თავად არის ვიღაცის პროექტი.
ქართული პროქეტი უნდა იყო, ქართული, თორემ დასავლური პროექტი რითი სჯობს რუსულ პროექტს _ ან ერთს, ან მეორეს როდის რა ხეირი დაუყრია საქართველოსთვის.
ქართული პოლიტიკა ნელ-ნელა ემსგავსება ბალ-მასკარადს, სადაც ნაირ-ნაირი ნიღბებით შენიღბული მოცეკვავეები რაღაც უცნაურ ცეკვას ცეკვავენ წელში წახრილები, წაკუზულები, წაფერდებულები…
ამ ბალ-მასკარადში ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწკეპილი ლევან ვასაძე, წელზე ქამარ-ხანჯლით და ხელში კომბლით, დაუპატიჟებელ უცხო სტუმარს ჰგავს, რომელსაც დამხვდურები თავისიანად არ მიიჩნევენ.
რას იზამს მეორე სტუმარი, გიორგი გახარია, რომელსაც დღე-დღეზე ელოდებიან?
ის, ალბათ, ფრაკით, გაპრიალებული ლაცკანებით, თეთრ პერანგზე შავი „ბაბოჩკით“ მოვა, დამხვდურებს თვალს ჩაუკრავს და მოცეკვავეთა რომელიმე ჯგუფს შეუერთდება.
ასე რომ, წინ საინტერესო სანახაობა გველოდება…
მინაწერი: სანამ „საერთო გაზეთის“ ახალი ნომერი გამოვიდოდა, ნიკა მელიაც გამოვიდა ციხიდან.
სხვანაირი გამოვიდა, თქვა „მთავარმა“, თუმცა ნიკას სხვანაირობისა არაფერი ეტყობა.
ნიკა მელიამ პირველივე ინტერვიუში დაადასტურა ის, რაზეც „საერთო გაზეთი“ დიდი ხანია აფრთხილებს საზოგადოებას _ მელია, მისი პიროვნული თვისებების გამო, პოლიტიკისთვის უვარგისი კაცია და, როგორც ჩანს, ის ამას თვითონაც მშვენივრად ხვდება.
_ ხანდახან რისხვა იფეთქებს ჩემში და თავს ვერ ვაკონტროლებო… სამუშაო მაქვს ამ მხრივო… ბრაზი არ მაქვს, მაგრამ პარლამენტარები რომ დავინახო, რომლებმაც ორჯერ იმუნიტეტი მომიხსნეს და მერე ციხეში გამიშვეს, შეიძლება, კონტროლი დაკარგო ადამიანმა, მაგრამ ბრაზი უნდა აკონტროლოო… სამუშაო მაქვსო… მაგრამ არავინ თქვას, არ არის ეს ადვილიო _ თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა ნიკანორი (ეტყობა, თავის თავთან ლაპარაკს მიეჩვია ციხეში…)
მართალია ნიკანორი _ ის ფსიქიურად გაუწონასწორებელი, ზედმეტად იმპულსური და ფეთქებადი ხასიათის კაცია, რომელსაც რისხვის დაოკება და საკუთარი თავის გაკონტროლება უჭირს.
_ სამუშაო მაქვს ამ მხრივ და ვიმუშავებო _ კი შეგვპირდა პატივცემული ნიკა, მაგრამ ამ საკმაოდ მძიმე ფსიქიკური პრობლემების დაძლევა მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობით თითქმის შეუძლებელია.
ექიმი სჭირდება ამ კაცს, სერიოზული მკურნალობა სჭირდება, თორემ ასეთმა ადამიანმა პოლიტიკაში შეიძლება ბევრი უბედურება დაატრიალოს (ერთი უბედურება ხომ დაატრიალა უკვე).
არა მარტო ნიკანორს, ექიმი სჭირდება მის ბოსსაც, თავად სამკურნალო, საქართველოს განკურნებას რომ აპირებს…
რა ხდება ამ ქვეყანაში, ჭკვიანი, ნორმალური, განათლებული ადამიანების ხმა რომ არ ისმის და შლეგები და კრამიტდაცურებულები რომ გვმოძღვრავენ?




მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე