ანზორ ერქომაიშვილის ყველაზე დიდი გამარჯვებაა, რომ დატოვა ბევრი ადამიანი, ვინც ქართულ, ტრადიციულ კულტურას გვერდში დაუდგება - გიორგი დონაძე

ანზორ ერქომაიშვილის ყველაზე დიდი გამარჯვებაა, რომ დატოვა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ქართულ, ტრადიციულ კულტურას და კერძოდ, ხალხურ სიმღერასა და გალობას წლების მანძილზე გვერდში დაუდგება და მოემსახურება, - ამის შესახებ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის შენობასთან ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

დონაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ინიციატივა სწორედ პრემიერს ეკუთვნის.

„დიდი მადლობა ასეთი დაფასებისთვის, რომ ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს; მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი მხარდაჭერით მოხდა ამ ყველაფრის ინიცირება. დიდი მადლობა ყველას, ქალბატონ თეას, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას, განსაკუთრებით ქართულ, ტრადიციულ კულტურას. ბატონ ანზორს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, იმიტომ, რომ დღეს ქალბატონმა ლალიმ თქვა, რომ მე ერთ-ერთი გამგრძელებელი ვარ. ქალბატონ თეას ვეთანხმები და უამრავი გამგრძელებელი ჰყავს ამ საქმეს. ეს არის მისი ყველაზე დიდი გამარჯვება, რომ დატოვა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ქართულ, ტრადიციულ კულტურას და კერძოდ, ხალხურ სიმღერასა და გალობას წლების მანძილზე გვერდში დაუდგება და მოემსახურება. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ასეთი დაფასებისთვის, რომ ბატონი ანზორის სახელი მიენიჭა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს. ეს ჩვენთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა", - აღნიშნა გიორგი დონაძემ.





მსგავსი სიახლეები
საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
ბერლინალე 2023-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
"ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის მცირედი დაზიანება" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ხოჯალის გენოციდის 31 წლისთავს ხატვის კონკურსი ეძღვნება
კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნას აქვეყნებს
ეროვნული ბიბლიოთეკაში კუკური მეტრეველის წიგნის - „ჯავახეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი“ გამოცემის წარდგენა გაიმართა
დღეიდან იაპონიაში წიგნი „ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო“ გაიყიდება
საჩხერის მუნიციპალიტეტში პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა
"გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის საამაყო, ისტორიული სიმბოლო ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია" - გოჩა ჯავახიშვილი
კამპანიის "არა ქალზე ძალადობა" ფარგლებში სპექტაკლი გაიმართა
კონსერვატორიის დიდ დარბაზში კახეთში არსებული სალოტბარო სკოლების ანსამბლების ერთობლივი კონცერტი გაიმართება
ეროვნული არქივი აღდგენილი ქართული კინოს რეტროსპექტივას მასპინძლობს
თბილისის საკრებულოში ირინა აბესაძის წიგნის ,,საქართველოს მხატვართა კავშირის შექმნის სათავეებთან’’ პრეზენტაცია გაიმართა
რუსთავის თეატრი საიუბილეო საღამოსთვის ემზადება
"ეროვნულ მუზეუმში არ ხდებოდა ექსპონატების აღრიცხვა და ირღვეოდა დროებით გამოფენაზე გატანის ვადები"- აუდიტის დასკვნა
სახელწოდებით "სამოთხე მოიცდის" - აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
2022 წლის ყველაზე სექსუალურ კაცად 41 წლის მსახიობი - კრის ევანსი დაასახელა
მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა სპექტაკლებიდან მოხსნა
რუსთავი კომედიის თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს
კულტურის სამინისტროს შენობის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან სომხურ პანთეონში ნეშტები გადაასვენეს