ნაცების ხელმოწერით დამშვენებულ დოკუმენტში წერია, რომ რუსეთმა მხოლოდ „საპასუხო რეაქცია“ განახორციელა საქართველოს ქმედებებზე(?!) - ზაალ ანჯაფარიძე
ზაალ ანჯაფარიძის პოსტი:

„ნაცების“ გავეშებული რეაქციები მოჰყვა გუშინ ნაცებისვე „მთავარ არხზე“ მამუკა მდინარაძის მიერ იმის შეხსენებას, თუ როგორ მოაწერეს ხელი ხელისუფლებაში მყოფმა და ვითომ სამშობლოს „პატრიოტმა“ ნაცებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც ფაქტიურად საქართველო იყო გამოყვანილი ომის დამწყებად. დღეს უტყუარი ფაქტების წნეხის ქვეშ ცალყბად მაინც აღიარებენ, რომ „სადავო პუნქტები“ იყო იმ ტექსტშიო. თუმცა ის რაც მათთვის მხოლოდ „სადავოა,“ ჩვენი ქვეყნისთვის არის უკიდურესად საზიანო და მათი ამ უგუნურებით ან შეიძლება სხვა მიზნებით ჩადენილის პოლიტიკურ შედეგს ჩვენი სახელმწიფო დღემდე იმკის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს რეზოლუცია არის ერთ-ერთი დოკუმენტი, რითაც ხელმძღვანელობს საერთაშორისო თანამეგობრობა აგვისტოს ომის და მისი შედეგების შეფასებისას. ნაცების ხელმოწერით დამშვენებულ დოკუმენტში კი წერია, რომ რუსეთმა მხოლოდ „საპასუხო რეაქცია“ განახორციელა საქართველოს ქმედებებზე(?!).
ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ნაცების „არგუმენტი“ თითქოს „ოკუპაციის“ ტერმინის დამკვიდრება გადაფარავს იმ ზიანს, რაც მათ მიერ მშვიდი სინდისით (თუმცა სად აქვთ!) ხელმოწერილ ტექსტს მოჰყვა, სადაც საქართველო არაერთ დარღვევებში არის სრულიად უსამართლოდ დადანაშაულებული.
ხომ იძახიან უტიფრად, რომ ჩვენ დროს საქართველო უფრო მეტად ჩანდა ევროპის რადარებზეო! ეხლა ვკითხოთ, იმ სამარცხვინო ხელმოწერით რა კუთხით გამოაჩინეს საქართველო საერთაშორისო რადარებზე?! დადებითი კუთხით ნამდვილად არა.




მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე