საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციტივით ახალი პროექტი - „პოეტები თბილისის ქუჩებიდან“ დაიწყო

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციტივით ახალი პროექტი  - „პოეტები თბილისის ქუჩებიდან“ დაიწყო რომლის მიზანი, ცნობილ ქართველ მწერლებთან დაკავშირებული აქამდე  უცნობი დეტალების წარმოჩენა, საცხოვრებელი მისამართების მოძიება და იმ ეპოქის გაცოცხლებაა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ.

 

პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება სახელწოდებით „ტერენტი, როგორც მხატვარი“ იმ სახლის ეზოში გაიმართა, სადაც ტერენტი გრანელი 1925-1931 წლებში ცხოვრობდა და პოეტის მხატვრობას მიეძღვნა.

 

მაზნიაშვილის ქუჩის N31-ში გამართული ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  

 

“პროექტით „პოეტები თბილისის ქუჩებიდან’’ გვინდა ის ადამიანები, რომელთა სახელებსაც ჩვენი დედაქალაქის ქუჩები ატარებს, ფართო საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს კიდევ უფრო კარგად, განსხვავებული კუთხით გავაცნოთ და ამ მოღვაწეთა  ცხოვრების აქამდე ნაკლებად ცნობილი ეპიზოდები მოვუთხროთ.  

 

თბილისის საკრებულოს ინიციატივით დაწყებული პროექტის პირველი ღონისძიება ტერენტი გრანელს მიეძღვნა, ადამიანს, რომელსაც როგორც მწერალს ბევრი იცნობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის იგი როგორც მხატვარი. ლიტერატურის მუზეუმის დახმარებით დღეს გრანელის ნახატები გამოვფინეთ და  მისი შემოქმედება იმ ეზოში გავაცოცხლეთ სადაც ის ცხოვრობდა. პროექტის ფარგლებში საზოგადოებას კიდევ ბევრ საინტერესო ღონისძიებას ვპირდებით“,- განაცხადა ღონისძიებაზე თინათინ ნიბლოშვილმა.

 

მაზნიაშვილის ქუჩის N31-ში წარმოდგენილი იყო ფართო საზოგადოებისთვის ტერენტი გრანელის აქამდე უცნობი 40-მდე გრაფიკული ნამუშევარი  და მინიატურული ესკიზები, რომლებიც საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

 

ღონისძიებაზე სადაც ლადო გუდიაშვილისა და ირაკლი თოიძის მიერ შექმნილი ტერენტი გრანელის პორტრეტები გამოიფინა, სანდრო ახმეტელის სახელობის მუნიციპალური დრამატული თეატრის მსახიობებმა პოეტური ნაწარმოებები, ხოლო   თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტერენტი გრანელის შესახებ ისტორიები წარმოადგინეს.

 

ღონისძიებას საკრებულოს წევრები, ტერენტი გრანელის შთამომავალი, პროფესორი მამანტი როგავა, გრანელის შემოქმედების მკვლევარები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს