დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტში სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და დეტალურად უპასუხა დასმულ კითხვებს. კომიტეტმა სემეკის 2020 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა.


დავით ნარმანიამ ისაუბრა 2020 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ მდგომარეობასა და სემეკის სამართლებრივ რეაგირებებზე. ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებულ რეგულაციებზე. მომსახურებების უმოკლეს დროში ადაპტირების მნიშვნელობასა და  ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით სემეკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე,  ელექტროენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციასა და სატარიფო პოლიტიკაზე.


„2020 წლის განმავლობაში კომუნალური მომსახურებების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ თითოეული მოქალაქის საჩივარს ნებისმიერი კომუნალური კომპანიის მიმართ და თითოეულ მათგანზე გვაქვს შესაბამისი რეაგირება. მათ შორის,  2020 წლის განმავლობაში მოქალაქეებს 1 მილიონ ლარზე მეტი უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოვაწერეთ,  დაგვიანებით შესრულებულ და  შეუსრულებელ სერვისებზე კომპანიებს დავაკისრეთ აბონენტებისთვის კომპენსაციების გადახდა, ავამოქმედეთ ელექტრონული მომსახურებები და ა.შ. სისტემატურად ვნერგავთ თანამედროვე სტანდარტებს მომსახურებებში. ჩვენ შევძელით, რომ 2020 წელს გვეპასუხა ყველა გამოწვევისთვის და კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, არ შეგვეფერხებინა საქმიანობა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მიმართულებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.


სემეკის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშ ვრცლად განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე: www.gnerc.org





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს