"ლიბერასტები" გამოძევებულნი უნდა იქნან სამინისტროდან - ექსპერტი განათლებისა და მეცნიერების 10 წლიანი გეგმას აფასებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა. პრეზენტაციაზე მინისტრმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით სამინისტროს მიერ შემუშავებული მხარდამჭერი პროგრამები გააცნო.


ჩვენი გუნდის მიზანია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და მასზე წვდომა ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საქართველოს ყველა რეგიონში,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


მინისტრმა მომავალი თაობის აღზრდის პროცესში განსაკუთრებულად გამოყო მასწავლებლის როლი და აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს. მისი თქმით, ამ მიზნით სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გადახედვის პროცესი დაიწყო, რომელშიც პედაგოგებიც აქტიურად იქნებიან ჩართული.


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საზოგადოებას ასევე, პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო.


რეფორმის შემდეგ ეტაპზე მნიშვნელოვანია მასშტაბის ზრდა, რათა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მიიღოს პროფესიული განათლება და დასაქმდეს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად. იგეგმება საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის განვითარების ხელშეწყობა, რათა 2032 წლისთვის ქვეყანაში წლის განმავლობაში 100 000-მდე ახალგაზრდამ და ზრდასრულმა შეძლოს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების მიღება, მათ შორის, მომზადება-გადამზადების პროგრამებით სარგებლობა“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

აღნიშნული პრეზენტაცია ჯორჯიან თაიმსთან საუბარში განათლების ექსპერტმა, მანანა ნიკოლიშვილმა შეაფასა:


"განათლების  10 წლიანი გეგმის  დოკუმენტი ჯერ არ არის გამოქვეყნებული და მხოლოდ მინისტრის პრეზენტაციით უნდა ვიხელმძღვანელოთ.


ეს დოკუმენტი უნდა შემუშავებულიყო ქვევიდან, ანუ რა სჭირდება სისტემას ნებისმიერ დონეზე. (იგულისხმება განათლების 4 საფეხური: სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, უმაღლესი და მეცნიერება ცალკე მდგომი, მგრამ განათლებასთან მჭიდროდაა).


მთელ სისტემის თანამშრომლებს: მასწავლებლებს, პროფესორ- მასწავლებლებს და ..  ამ სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ასეა წესი, ასე დგება გეგმა. მთავრობის წევრებიც უნდა ჩართულიყვნენ, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო, საგარეო ურთიერთობები და თითქმის ყველა მიმართულება. ჩვენ ახლა ვაკეთებთ კომენტარებს პრემიერ-მინისტრის გამოსვლასა და მინისტრის რამდენიმე წუთიან პრეზენტაციაზე. ეს, რა თქმა უნდა, არასრულყოფილი იყო.

 

განათლების ყველა საფეხურზე ერთ-ერთი ყველზე მთავარი საკადრო პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ტარდება- მავნებლურია. საკანონდებლო დონეზეა დაკანონებული, რომ განათლების სისტემაში არაპროფესიონალები შემოიყვანონ, კონკრეტულად კი სკოლებში. არჩევის წესი არც უმაღლეს სკოლაში და არც ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არაა კარგი.  


სკოლის დირექტორის შერჩევის წესიც ასეთია. ის მავნე პრაქტიკა, რაც ნაციონალების დროს იყო, ძალაშია დატოვებული და რაღაც ცვლილებები შეაქვთ. მიმაჩნია, რომ საკადრო პოლიტიკაში, საკანონდებლო დონეზე, განათლების ყველა საფეხურზე, ასეთი მანკიერი პრაქტიკა არ უნდა იყოს შენარჩუნებული.


შესაცვლელია სამეცნიერო ინსტიტუტების, როგორც ხელმძღვანელი მუშაკები, ასევე, მათი ადმინისტრაციების შერჩევის წესი. ამაზე კი,  საერთოდ არაფერია ნათქვამი,“ - განაცხადა ექსპერტმა.


მისივე თქმით, არაფერია ნათქვამი - ბოლო 2 სასწავლო წლის დისტანციურ სწავლებაზე


აუნაზღაურებელი დანაკლისია, თუ ამას თანხებში გადავიყვანთ, მილიარდბოთ ზარალია, რაც ჩვენს ბავშვებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს დააკლდათ. ამ დანაკლისის აღდგენაზეც არაფერია ნათქვამიამას სპეციალური პროგრამები და პროექტები სჭირდება.


მინისტრმა ისაუბრა სკოლების ავტონომიის მცირე ზრდაზე და სასკოლო სისტემის დეცენტრალიზაციაზემცირე ზრდა კი არა, რაც ეკუთვნის სკოლას ავტონომია, სრულად უნდა გადაეცეს. მე, ასევე, არ ვარ სრული დეცენტრალიზაციის მომხრე, ეს უნდა მოხდეს გონივრულად, რაც არ დააზიანებს სისტემას.  ასევე, ამ სტრატეგიულ გეგმაში არ ჩანს დღევანდელი გამოწვევებიუგულებელყოფა ხდება  ჩვენი ქვეყნის გამოცდილების. ჩვენ გვაქვს წინა ათწლეულებში ამის ძალიან კარგი და დადებითი გამოცდილება.


რაც მოვისმინეთ მინისტრისგან, ამ სტრატეგიულ გეგმებში ახალი არაფერია. რაც კეთდებოდა და რაც კეთდება, არ ჩანდა, რა გაკეთდება მომავალში, მხოლოდ ის წარმოაჩინა. რაც კეთდებოდა და კეთდება, იმისი დასასრული ექსპერტებმა ვიცით და ეს ძალიან ცუდია. ერთადერთი სიახლეა ის, რომ მცირე ფინანსები ემატება,“ - განაცხადა მანანა ნიკოლიშვილმა.


მისივე განმარტებით, მინისტრმა ახალ სტანდარტებსა და სახელმძღვანელოებს კარგი შეფასება მისცა, რაც, პირიქით, უკიდურესად მიუღებელი და საგანგაშოა.


კარგი კი არ არის ახალი სახელმძღვანელოები და სტანდარტები, უკიდურესად არადამაკმაყოფილებელია. როგორც კანონმდებლობა, სტანდარტები, კადრები, ვინც ამას ემსახურება სამინისტროში, მათ მიერ დაქირავებული ექსპერტები, სახელმძღვანელოების შერჩევის წესში - ყველაფერი გამოსაცვლელია. მაფიოზური კლანების ხელშია ყველაფერი. მავნებლური ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიით იწერება ყველა სახელმძღვანელო.


ჩვენს ქვეყანაში ახალი ეტაპი იწყება და "ლიბერასტები" გამოძევებული უნდა იქნან სამინისტროდან და ამ იდეოლოგიით არ უნდა იწერებოდეს  სტანდარტები, საგნობრივი პროგრამები და სახელმძღვანელოები.  


მინისტრმა ისაუბრა, შეფასების სისტემაზე, რაც, ასევე, კრიტიკას ვერ უძლებს,“- აღნიშნავს ექსპერტი.


მისივე განმარტებით, ესტონეთისა და ფინეთის მოდელი საქართველოსთვის ამ ეტაპზე შეუსაბამოა.


ესტონეთის მოდელს ვიცნობ და მომწონს, თუმცა, მომწონს ესტონეთში. ასევე, ფინეთის მოდელიც, მხოლოდ ფინეთზეა მორგებულიროცა მოდელი ინერგება, წლები უნდა გავიდეს, რომ რეფორმის შედეგი დაინახო. არაფერი სახარბიელო შედეგები ფინეთსა და ესტონეთს არ აქვს, ამიტომ არ გვინდა. არ შეიძლება პირდაპირ რომელიმე ქვეყნის რეფორმის სხვა ქვეყანაში გადატანა, რადგან სხვა ერია, სხვა სახელმწიფოა, სხვა კონსტიტუციაა, სხვაგვარი ხასიათი, ფსიქიკა, ტრადიციები, კულტურა, ფსიქოლოგია, რწმენა და რჯულის კანონები აქვთ.


რაც წლები გადის, ფინეთის მოდელის სერიოზული ნაკლოვანებები ჩანს. თუ ყველაზე კარგია, მაშინ მსოფლიო დონეზე უმაღლესი შეფასებები უნდა ჰქონდეს - ეს კი ასე არაა.


რაც ფინეთში მეცნიერებასა და განათლებაზე იხარჯება, ის იხარჯება საქართველოში?! როგორ გადმოგაქვს? ეს მოდელი იმუშავებს?“ - კითხვას სვამს მანანა ნიკოლიშვილი.


მისივე განცხადებით, განათლების შინაარსი, ფსიქოლოგიური, მეთოდოლოგიური, პედაგოგიკური  უზრუნველყოფა, საქართველოში განათლების ოთხივე საფეხურზე, ნულოვან დონეზეა.  


მინისტრის თქმით, სახელმწიფო სკოლები 2026-2027 წლებში გაივლიან ავტორიზიაციას. 30 წლის განმავლობაში უამრავჯერ გადაიდო სახელმწიფო სკოლების ავტორიზაცია. ყველა ხელისუფლების დროს ეს კანონებში  იყო ჩაწერილი, მაგრამ, ყოველთვის ცვლილების შეტანა და ვადების გადატანა ხდებოდა. სახელმწიფო სკოლების ინფრასტრუქტურაში რაც შედიოდა სამედიცინო და სასადილო ბლოკი, კაბინეტ-ლაბორატორიები გააქრეს ნაციონალებმა. დედაქალაქსა თუ დაბაში, სკოლის ეზოები სახელწიფოს მიერ იქნა მიტაცებული.


ახლა ვარაუდობს სახელმწიფო, რომ გაიმართება ინფრასტრუქტურა, აშენდება და გარემონტდება სკოლები და 2026-27 წლისთვის ავტორიზაციას გაივლის. ასევე, ამას დავამატოთ ინტერნეტიზაცია და კომპიუტერიზაცია, რაც უმეტეს სკოლას კვლავ არ აქვს,“ - აღნიშნავს ექსპერტი.


როგორც ის აცხადებს, მინისტრის გამოსვლაში ნაკლები კონკრეტიკა იყო.


მაგალითად, დასაქმებული პირების დაფინანსება გაიზრდება, მაგრამ ვადები და ფინანსები არ დასახელებულა. მინისტრმა გარკვევით აღნიშნა, რომ განათლების ყველა მიმართულებაში დაფინანსება გაიზრდება. მაგრამ ვადები აქაც არ აღნიშნა. ზოგადი განათლების დაფინანსება 2021 წლიდან -2030 წლამდე  2 მილიარდ 230 მილიონ ლარს მიაღწევს. ეს გამაოგნებლად სასიხარულო არაა და არც მნიშვნელოვანი ზრდაა.


2030 წლისთვის მეცნიერების ბიუჯეტი 243 მილიონ ლარს მიაღწევს. ესეც ძალიან მცირეა,“ - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში მანანა ნიკოლიშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს