"რთულად მოპოვებული წარმატებები შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს"

კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, მსოფლიო „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში რთულად მოპოვებული წარმატებების დაკარგვის საფრთხის წინაშეა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

 

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ავტორიზებული ვაქცინები კორონავირუსის წინააღმდეგ კვლავ ეფექტიანი რჩება.

 

ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ბოლო ოთხ კვირაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოს უმეტეს რეგიონებში 80%-ით გაიზარდა. გარდაცვალების შემთხვევები აფრიკაში, სადაც ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 1,5%, ანალოგიურ პერიოდში ასევე 80%-ით არის გაზრდილი.

 

„რთულად მოპოვებული წარმატებები შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს ან დაიკარგოს, ხოლო ბევრ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემები გადაიტვირთოს“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა პრესკონფერენციაზე.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დელტა ვარიანტი გამოვლენილია 132 ქვეყანაში და ხდება მსოფლიოში დომინანტური შტამი.

 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ამჟამად დამტკიცებული ყველა ვაქცინა უზრუნველყოფს მნიშვნელოვან დაცვას დაავადების მძიმე ფორმებისგან და ჰოსპიტალიზაციისგან ყველა ვარიანტის მიმართებაში, მათ შორის დელტა ვარიანტის.

 

ვებრძვით იმავე ვირუსს, თუმცა ეს ვირუსი გახდა უფრო სწრაფი და უკეთესად ადაპტირებულია ადამიანებში გავრცელებისთვის, ეს არის ცვლილება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელმა მაიკ რაინმა.

 

თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ დელტა ვარიანტი უხანში გამოვლენილ ვარიანტთან შედარებით 50%-ით უფრო გადამდებია.





მსგავსი სიახლეები
,,რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდ''- ტასი
,,იბადება შეკითხვა, რომელ წყაროებზე დაყრდნობით, ნაცკონგლომერატის?''- გია აბაშიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე
რის კლანი, რა კლანი... არავითარი კორუფცია - სანქცირებული მოსამართლე
"ველით ივანიშვილის დასანქცირებასაც" - ბერძენიშვილი მოსამართლეებზე
,,რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ვალდებულებების შესრულებას''- პუტინი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
"როგორ წარმოგიდგენიათ, სახელმწიფომ პატიმარი იმის გამო გაუშვას, რომ არ იკვებება, სხვა პატიმრებს რა ვუთხრათ? "-კახა კალაძე
"გასარკვევია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობების წამხალისებლები"- არჩილ თალაკვაძე
"მელია რაღაცაზე გაბრაზდა და გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა"- დავით კეზერაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
მმართველი გუნდის მხრიდან ბრალდებებს შეჩვეული ვარ - ვიოლა ფონ კრამონი „ქართულ ოცნებაზე“
,,ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებს მონაწილეობას''- გიორგი ვოლსკი
,,აქ იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს'' - ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს
"ადამიანებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან პოლიციელებს, არ შეიძლება, გმირი შევარქვათ"- მიხეილ სარჯველაძე
თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია
"სალომე ზურაბიშვილმა სამარე გაუთხარა "ქართულ ოცნებას" - რომან გოცირიძე
„ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
“ოპოზიციური ტელევიზიების იმედზე იყოს ჩვენი მტერი” – ნათელაშვილი
„რეალურად ორი რეკომენდაცია დარჩა გასათვალისწინებელი, შესაბამისი კანონპროექტები უკვე არის მიღებული" - ირაკლი კობახიძე