მასწავლებელი მოკლეს, მასწავლებელი, რომელიც ქართველ ბავშვებს ასწავლიდა და ამზადებდა მომავალი გამოწვევებისთვის, - ამის შესახებ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების შესახებ წერს.
"მადლობა მას ამისთვის და გვაპატიე, მასწავლებელო, რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული. გვაპატიონ შენმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, მოსწავლეებმა, თანამშრომლებმა.
ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ და დაისაჯოს დამნაშავე.
მასწავლებელი მოკლეს, გვაპატიეთ მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით...." - წერს აფხაზავა.
ცნობისათვის, მთაწმინდის ფერდობზე, სადაც სავარაუდოდ, ავსტრალიის მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
ავსტრალიის მოქალაქე 30 ივლისს გაუჩინარდა.
ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები