2 აგვისტო ისტორიაში

1914 წლის 2 აგვისტოს სტამბოლში ოსმანეთ-გერმანიას შორის სამხედრო ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი და ამით პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ ეს ორი ქვეყანა მოკავშირე გახდა. ამ ფარულ შეთანხმებას ოსმანეთის მხრიდან საიტ ფაშამ, ხოლო გერმანიის მხრიდან ამ ქვეყნის ელჩმა სტამბოლში ვანგერჰეიმმა მოაწერეს. იმავე დღეს ოსმანეთის მასშტაბით მობილიზება და საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ამ შეთანხმებით ეს ორი ქვეყანა ავსტრია-სერბეთის ომში ნეიტრალიტეტს დაიცავდნენ, ხოლო თუ რუსეთი გერმანიას დაესხმოდა თავს,ან რომელიმე სხვა ქვეყანა ოსმანეთს დაესხმოდა, მაშინ, ისინი ერთმანეთს დაეხმარებოდნენ.

 

1967 წლის 2 აგვისტოს თურქეთის შავიზღვისპირა ქალაქ ტრაპიზონში ტრაბზონსპორის სახელწოდების სპორტული კლუბი ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ამ კლუბის ფეხბურთელებმა სუპერლიგაში ექვსჯერ მოიპოვეს თურქეთის ჩემპიონობა. სხვათა შორის ტრაბზონსპორი ერთადერთი ანატოლიური კლუბია, რომელმაც სუპერლიგის ჩემპიონობა მოიპოვა, რადგან, სუპერლიგის ჩემპიონები ყოველთვის სტამბოლური კლუბები, გალათასარაი, ფენერბახჩე და ბეშიქთაში ხდებიან.

 

1990 წლის 2 აგვისტოს სადდამ ჰუსეინის ერაყმა კუვეიტი დაიპყრო, რითაც სათავე დაედო სპარსეთის ყურის ქვეყნების პირველ ომს. ამ ოკუპაციის პერიოდში 700 კუვეიტელი დაიღუპა. მართალია სადდამ ჰუსეინმა ოკუპაციის მიზეზად საზღვრების დარღვევა დაასახელა, მაგრამ, შემდეგ ცხადი გახდა, რომ მას მხოლოდ კუვეიტის მდიდარი ნავთობსაბადოები აინტერესებდა.

 

2001 წლის 2 აგვისტოს სასამართლოს წინაშე წარსდგა ომის დამნაშავე სერბი გენერალი რადისლავ კრსტიჩი. მას ბრალი დაედო 1995 წლის ივლისში ქალაქ სრებრენიცაში მუსლიმანების მიმართ განხორციელებულ მასიურ ხოცვა ჟლეტაში. ჰააგის სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო წაყენებულ ბრალდებაში და 46 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს