„პატარკაციშვილის შემთხვევა“ დღეს ტიპიური და მოდელური ხდება - რას წერს რუსული პრესა ბიზნესმენის სიკვდილზე

რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტაში“ (Независимая газета) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბიზნესმენი ანდერძის გარეშე ოჯახისათვის სახიფათოა“ (ავტორი - რომან კაშირინი), რომელშიც რუსული მსხვილი ბიზნესმენების ბედია გადმოცემული - რით დაიწყეს და როგორ დაასრულეს თავიანთი ცხოვრება, როგორ იქნა გაყოფილი მათი ქონება სიკვდილის შემდეგ, დატოვეს თუ არა ანდერძი... სტატიაში საუბარია აგრეთვე ბადრი პატარკაციშვილის შესახებ.

 

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

 

„1990-იან წლებში ჩამოყალიბებული რუსული მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები უკვე ახალგაზრდები და ლამაზები აღარ არიან, აღარც ეტალონური ჯანმრთელობაც არ აქვთ. ისინი ბერდებიან და კვდებიან, ბუნებრივი მიზეზებით. 30 წლის წინ, რუსული „ველური კაპიტალიზმის“ განთიადისას (რომელიც მოგვიანებით „თითქმის ცივილიზებული“ გახდა), ბევრ მილიონერს სჯეროდა, რომ დიდი ფულით ყველაფრის ყიდვა და შექმნა შეიძლებოდა, თვით უკვდავების წამლისაც კი. მათ ეგონათ, რომ მინიმუმ 120 წლამდე მაინც იცოცხლებდნენ, მაგრამ დღეს ირკვევა, რომ ეს ასე ყოველთვის არ არის - ისინი საიქიოში მიდიან, მაგრამ სააქაოში ბევრ პრობლემას ტოვებენ, მათ შორის მემკვიდრეებისა და მემკვიდრეობის (ქონების გაყოფის) შესახებ. (...)

 

პირველი ტალღის ბიზნესმენები და მეწარმეები თავიანთი აქტივების ნაწილს ხშირად აფორმებდნენ სხვა პიროვნებებზე, რომლებსაც ფორმალურად მათთან და მათ ოჯახებთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ, მაგრამ ბიზნესმენთა გარდაცვალებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, ეს „უცნობი“ პირები მოულოდნელად ჩნდებიან და ოჯახის წევრებს ქონების რეალურ მფლობელებად წარუდგებიან. გარდა ამისა, საჩივრების ფრონტის ზედაპირზე გამოდიან გარდაცვლილ ბიზნესმენთა „პარალელური ოჯახები“, ფარული სექსუალური პარტნიორები და „უკანონოდ დაბადებული შვილები“, რომლებიც ქონებაზე თავიანთ უფლებებს აცხადებენ. და იწყება დავა, რომელიც თავისის სიმძაფრით შეიძლება 1990-იანი წლების რეიდერულ მიტაცებებს შეიძლება შევადაროთ. [ეს ხშირად უხერხულია, მაგრამ ფაქტია].

 

პატარკაციშვილის პრეცედენტი

 

ამგვარი საქმის პირველი პრეცედენტი ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის დასასრულს შეიქმნა და ის ბადრი პატარკაციშვილის სახელთანაა დაკავშირებული. ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი ბიზნესმენი ლონდონში ცხოვრობდა, იგი ბორის ბერეზოვსკის პარტნიორად ითვლებოდა, რომელიც 1990-იანი წლების რუსეთში „რუხ კარდინალად“ ითვლებოდა და რომელსაც საბოლოოდ ქვეყნიდან წასვლა მოუხდა. როგორც ამბობენ, ბადრი პატარკაციშვილს, ბორის ბერეზოვსკისთან ერთად, თითქმის 2 მილიარდი დოლარის აქტივები ჰქონდა, მათ შორის რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი მეტალურგიული კორპორაციის აქციები, მინერალური წყლების ჩამომსხმელი საწარმოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში - საქართველოდან სერბეთამდე, უამრავი უძრავი ქონება (მაროკოს მეფის სასახლეც კი!) და ასე შემდეგ.

 

და 2008 წელს არცთუ მოხუცი ბადრი პატარკაციშვილი - იგი 52 წლისა იყო - მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც მასმედია წერდა, იმწუთშივე გავრცელდა ხმები მის წინასწარგანზრახულ მკვლელობაზე, მაგრამ მალე ოფიციალური ვერსია გამოცხადდა: ბიზნესმენი თავისი სიკვდილით გარდაიცვალა - ქრონიკული დაღლილობით ცხოვრებისეული წარუმატებლობის გამო, რომელიც მან სიცოცხლის ბოლო წლებში განიცადა.

 

ბადრი პატარკაციშვილის ქონებაზე სწრაფად განაცხადეს თავისი უფლება ერთი მხრივ, ბორის ბერეზოვსკიმ, რომელიც საკუთარ თავს გარდაცვლილის მემკვიდრეობის დიდი ნაწილის მფლობელად თვლიდა და მეორე მხრივ, ქვრივმა ინა გუდავაძემ. როგორც მასმედია იტყობინებოდა, აღმოჩნდა, რომ ბადრი პატარკაციშვილს მოსკოვში თურმე პარალელური ოჯახიც ჰყავდა, რომელიც წილების გაყოფაში ჩაერთო. ბევრი აქტივი გაფორმებული იყო გარდაცვლილი ბიზნესმენის შორეულ ნათესავებზე, თანაშემწეებზე, პირადი მძღოლის სახელზე კი. და ამდენმა ხალხმა ყველამ უცებ განაცხადა - ეს ჩვენი კანონიერი მემკვიდრეობაა, რომელიც ყოველდღიური მძიმე შრომითაა შექმნილიო. მათ შორის განსაკუთრებით გამოკვეთილი იყო ჯოზეფ ქეი, აშშ-ის მოქალაქე (იგივე იოსებ კიკალიშვილი, საბჭოთა საქართველოში დაბადებული). იგი ბადრი პატარკაციშვილის თითქოსდა გარე ბიძაშვილი იყო, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მან თავისი თავი ბიზნესმენის საკვანძო პარტნიორად და თითქმის ანდერძის აღმსრულებლადაც კი წარმოადგინა.

 

შედეგი: ინა გუდავაძემ მისი სრულიად კანონიერი მეუღლის ქონების დიდი ნაწილი დაიმტკიცა, ბორის ბერეზოვსკიმ კი ვერაფრის დამტკიცება ვერ მოახერხა. ფაქტიურად, ყოფილი „რუხი კარდნალი“ ბანკროტად იქცა, შემდეგ აპრიორულად უპერსპექტივო პროცესი დაიწყო თავის კიდევ ერთ ექს-პარტნიორ რომან აბრამოვიჩთან და როცა ყველაფერი წააგო, თავი მოიკლა. მას შემდეგ წლები გავიდა, თუმცა „პატარკაციშვილის შემთხვევა“ დღეს, როგორც ჩანს, ტიპიური და მოდელური ხდება“.

 

პუბლიკაციაში განხილულია აგრეთვე სამი ისტორია, რომელთაგან პირველი უკავშირდება ცნობილი რუსი ბიზნესმენის დიმიტრი ბოსოვის - ბიზნეს-ჯგუფ „ალტეკის“ მფლობელის ქონების გაყოფის პრობლემებს (1,1 მლრდ. დოლარის ოდენობით), რომელსაც ერთმანეთს მილიარდერის ქვრივი კატერინა, ოთხი შვილი და მძღოლი ეცილება. მეორე ისტორია ანდრეი ტრუბნიკოვთანაა დაკავშირებული, კომპანია Natura Siberica-ს მფლობელთან, რომლის ნათესავები ქონების ერთმანეთს გადაემტერნენ და მესამე - ოლეგ ბურლაკოვთან, „სტროილესბანკის“ მფლობელტან. მისი ქონება, სხვადასხვა მონაცემებით, 1,5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და მისი გარდაცვალებაც, როგორც ამბობენ, უცნაურ პირობებში მოხდა - „თითქმის ისევე, როგორც 2008 წელს ბადრი პატარკაცაშვილის სიკვდილი“.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post
„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა
„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს"
"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy
„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“
"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt
"ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები" - რას წერს იაპონური გამოცემა
"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian
"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal
"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek
"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს"
"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian
"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“