"პუტინის თვითიზოლაცია მხოლოდ მისი გარემოცვის კორონავირუსით დაავადებას არ უკავშირდება"- Frankfurter Rundschau

„ვლადიმერ პუტინი კარანტინში იმყოფება. როგორც რუსეთში ვარაუდობენ, პრეზიდენტის თვითიზოლაცია მხოლოდ მისი გარემოცვის კორონავირუსით დაავადებას არ უკავშირდება“, - ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუ“-ში (Frankfurter Rundschau) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „კორონაკრიზისი რუსეთში: ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაშია“ (ავტორი - შეტეფან შოლი).

 

„პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად ჯანმრთელია, თავს მშვენივრად გრძნობს, ვაქცინა Спутник-V-მა თავის მაღალი ეფექტურობა დაამტკიცაო“. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინი სამშაბათს მტავრობის სხდომაზე გამოვიდა.

 

თუ პრეზიდენტი ჯანმრთელია, მაშინ კითხვა ჩნდება: რატომ არის ვლადიმერ პუტინი კარანტინში? თანაც, მან თვითონ თქვა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინით Спутник-V-ით ორჯერ არის აცრილი. ჰოდა, რატომ წავიდა თვითიზოლაციაში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებამდე სამი დღით ადრე? ანდა რატომ არ მონაწილეობს დუშანბეში ОДКБ-ის (რუსული აბრევიატურით „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“) და ШОС-ის („შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“) სამიტებში? ცენტრალური აზიის ქვეყნების ხელმძღვანელებს, მეზობელ ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ, ალბათ, ამ საკითხში ვლადიმერ პუტინის ლიდერობის იმედი აქვთ, რომ არაფერი ვთქვათ რუს ამომრჩევლებზე“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება სანქტ-პეტერბურგელ პოლიტოლოგს დიმიტრი ტრავინს, რომლის თქმით, „პუტინს შეუძლია საკუთარ თავს მსგავსი ქცევის უფლება მისცეს. დასავლური პოლიტიკის წესები რუსეთში არ მოქმედებს. ასეთი ფაქტები სათათბიროს არჩევნებზე არავითარ გავლენას არ მოახდენს“. გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, ვლადიმერ პუტინი დუშანბეს ვიდეოჩართვით დაუკავშირდება. უბრალოდ, როგორც ჩანს, პრეზიდენტს ეძნელება დსთის წევრ იმ ქვეყანაში ჩასვლა, რომელიც გეოგრაფიულად რუსეთისაგან ყველაზე დაშორებულია.

 

დიმიტრი ტრავინის აზრით, ვლადიმერ პუტინს, რომელიც ახლა 69 წლისაა, შეიძლება ნამდვილად ჰქონდეს სამედიცინო მიზეზები დუშანბეში ჩაუსვლელობაზე. შესაძლოა, პრეზიდენტი, პრეს-მდივნის განცხადებების მიუხედავად, ვაქცინირებული მაინც არ არის, რასაც რუსეთის ბევრი მოქალაქე ვარაუდობს - ვაქცინირების დამადასტურებელი მისი ფოტოსურათი არ გამოქვეყნებული. ამასტან, საკვირველი ისიც არის, რომ თუ პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის უმეტესობა კოვიდ-19-ით დასნებოვნდა, მაშინ რით გამოიხატება კრემლის მიერ ფართოდ რეკლამირებული Спутник-V-ის უპირატესობა?

 

როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე კრემლში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით, გვრჩება მხოლოდ ყავის ნალექით მკითხაობა. ინტერნეტის სოციალურ ქსელების მომხმარებლები დარწმუნებულნი არიან, რომ თვითიზოლაციაში პრეზიდენტი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. „იგი საჯარო პოლიტიკოსია თავისი თანამდებობით, მაგრამ არა მოწოდებით’, - ამბობს პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი, - პრეზიდენტს არ სურს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ძალიან ბევრმა მოქალაქემ მიიღოს, განსაკუთრებით იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც ვირუსის გამო ყოყმანობენ, მაგრამ თუ საარჩევნო ურნებთან მივლენ, ისინი ხმას სახელისუფლებო პარტიის წინააღმდეგ მისცემენ. ასე რომ, პრეზიდენტისთვის ყველაზე სასიამოვნოა ასეთი გზავნილი - „დარჩით სახლში, როგორც ვლადიმერ პუტინი“, - წერს „ფრანფურტერ რუნდშაუ“.

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post
„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა
„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს"
"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy
„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“
"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt
"ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები" - რას წერს იაპონური გამოცემა
"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian
"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal
"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek
"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს"
"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian
"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“