"მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე"

“მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით რეალური მშპ 12.7 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წლის მეორე კვარტალში 29.9 პროცენტი შეადგინა. 2021 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 0.1 პროცენტული პუნქტით ზრდის მიმართულებით დაზუსტდა ყოველთვიური შეფასებების საფუძველზე დაანგარიშებულ აღნიშნული პერიოდის ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით, რაც ყოველთვიური დაანგარიშების მეთოდოლოგიის მაღალ სიზუსტეზე მიუთითებს,” – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.

 

ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტმა აღნიშნა, რომ კვარტალურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდა 2019 წლის მონაცემებსაც 5,7 პროცენტით აჭარბებს, ხოლო იანვარ-ივლისში ეკონომიკური ზრდა 12.2 პროცენტით განისაზღვრა.


თანხობრივად, ნომინალურმა მშპ-მ 2021 წლის მეორე კვარტალში 15,912.7 მილიონი ლარი (4,782.7 მილიონი აშშ. დოლარი) შეადგინა. მშპ ერთ სულზე კი 4,267.8 ლარს (1,282.7 აშშ. დოლარს) გაუტოლდა.


მისი თქმით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 2021 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში. 2021 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკურ ზრდაში, 29.9 პროცენტიანი ზრდის ერთიან მაჩვენებელში შეტანილი წვლილის მიხედვით, ყველაზე მაღალი წვლილი ტრადიციულად ვაჭრობის (ზრდა 53.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 42.3 პროცენტი), ხელოვნების, გართობისა და დასვენების (ზრდა 133.6 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (ზრდა 47 პროცენტი), მშენებლობის (ზრდა 36.9 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (ზრდა 75.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების (ზრდა 45.5 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების (ზრდა 17.7 პროცენტი), ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებების (ზრდა 43.4 პროცენტი), და ინფორმაციისა და კომუნიკაციის (ზრდა 56.2 პროცენტი) სექტორებმა შეიტანეს, რაც მიანიშნებს ეკონომიკის გახსნისას მიღებულ დადებით ეფექტსაც, განსაკუთრებით მომსახურების სექტორებში.


გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, 2021 წლის II კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის შემდგომ, ეკონომიკური გაჯანსაღების ტენდენცია გაგრძელდა ივლისის თვეშიც, ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 9.9 პროცენტი შეადგინა და შესაბამისად, იანვარ-ივლისის ეკონომიკური ზრდა 12.2 პროცენტს გაუტოლდა.


„აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მხარდაჭერის ღონისძიებებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიული მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე. ამასთან, შემდგომ თვეებში ტურიზმის აღდგენის და გაზრდილი ვაქცინაციის იმუნიზაციის ფონზე, ეკონომიკის გაჯანსაღების დინამიკა წლის მეორე ნახევარშიც შენარჩუნდება, რაზეც მიუთითებს საერთსშორისო სავალუტო ფონდის და წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების 7.5 პროცენტამდე გაზრდილი საპროგნოზო მაჩვენებლები და დიდი ალბათობით, წლის ბოლოს, გავალთ ზრდის არა თუ ბაზუსურ, არამედ ოპტიმისტურ ორნიშნა ზრდის 10.2 პროცენტიანი მაჩვენებელზე,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს