აი, რას წერდა მეგის ქარდავაზე გიორგი ტუღუში ჯერ კიდევ 2008 წელს - დავით ქართველიშვილი

დღეს კიევიდან, საქართველოში არა უბრალო ძებნილის, არა №1 ჯალათის - არამედ, სააკაშვილის რეჟიმის სავიზიტო ბარათის, მისგან ქვეყნის „უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის“ გამო, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორგზის ორდენოსანის - მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

 

"ამ დღეს ელოდებოდა ნაცსექტაც, წინასწარ ამზადებდა სიუჟეტებს, ამუშავებდა ამ საქმეში სახალხო დამცველის ჩართულობას, მეგის ქარდავასთვის „პოლიტიკური პატიმრის“ მანტიის შეკერვის მიზნით. ამ დღეს ველოდებოდით ჩვენც, ამიტომაც მეც მსურს „ბრალდების მოწმედ“ ნაცსექტის ერთ-ერთი ლიდერი, ნინო ლომჯარიას ყოფილი კოლეგა, ექს-ომბუდსმენი გიორგი ტუღუში შემოგთავაზოთ. თავის დროზე, მანაც ვერ შეძლო სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში მის შესახებ შემზარავი ფაქტების დამალვა.

 

აი, რას წერდა მეგის ქარდავაზე გიორგი ტუღუში ჯერ კიდევ 2008 წელს: “კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება ადამიანთა წამება, წამების საქმეების არაეფექტური გამოძიება, ან გამოძიებაზე საერთოდ უარის თქმა. გამოძიებას დღემდე არაფერი გაუკეთებია 2008 წლის იანვარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ექიმ გოჩა ეხვაიას წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ გოჩა ეხვაიას წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და მისი მოადგილე მეგის ქარდავა. ასევე არ არის გამოძიებული საანგარიშო პერიოდში – 2008 წლის 17 აგვისტოს – ბათუმში სერჟანტ როინ შავაძის წამებისა და მკვლელობის საქმე”.

 

მაშ ვინ იყო მეგის ქარდავა? გავიხსენოთ ამ „ორდენოსანის“ შრომითი ბიოგრაფიიდან რამოდენიმე ეპიზოდი: 2006 წელს იგი №7 საპყრობილის დირექტორი იყო, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პოსტი ბაჩო ახალაიასეკავა. შემდეგ, 2007–2009 წ.წ. იგი შსს-ს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ამ დროს სამეგრელოს საოლქო პროკურორი, ბაჩო ახალაიას მამა – როლანდ ახალაია იყო, ხოლო შსს–ს კუდის უფროსის თანამდებობა ბაჩო ახალაიას ძმას – დათა ახალაიას ეკავა.

 

მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი გახდა, მეგის ქარდავამ სამხედრო პოლიციის უფროსის პოსტი დაიკავა. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია შს მინისტრად დანიშნეს, მეგის ქარდავაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა. 2011 წელს მეგის ქარდავას სახელი გლდანის ციხეში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის არაადამიანური წამებით მკვლელობის საქმესთან იყო დაკავშირებული. ამ საქმეზე თავის დროზე მიცემულ ჩვენებაში, ირაკლი ალასანიამ განაცხადა: “სერგო თეთრაძე ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში წამებით მოკლეს” და ამის გამო მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

 

თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი და ყოფილი მზვერავი, 57 წლის სერგო თეთრაძე, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, მეგის ქარდავა კი სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც შს მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, ამავე უწყებაში მან თან გაიყოლა მეგის ქარდავა. სერგო თეთრაძის ოჯახს დაკავებიდან 6 დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, ღამით აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

მეგის ქარდავა ასევე მოხვდა სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის სხვა ანაგირშებშიც, რომლის ერთ–ერთ ეპიზოდში წერია: “ბრალდებულად დაკითხვისას პლატონ მამარდაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ. მან აჩვენა, რომ ოთხი თვის წინ უარი განაცხადა კანონიერ ქურდობაზე. 2006 წლის 26 მარტს ის იმყოფებოდა თავის საკანში მალხაზ ზედელაშვილთან და წინა დღით მოსულ ნიკოლოზ მახარაძესთან ერთად, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა. ღამით მორიგემ გაიყვანა დირექტორის კაბინეტში, სადაც დახვდა ბაჩო ახალაია, №7 საპყრობილის დირექტორი მეგის ქარდავა და კიდევ 15 ადამიანი, აქედან 5 იყო ნიღბიანი, ყველანი იყვნენ ავტომატური იარაღით შეიარაღებული, ოთახში შემოიყვანეს ვიბლიანი და ავალიანი. ამ დროს მეგის ქარდავამ პლატონ მამარდაშვილს მაკრატლით ამოაჭრა ერთი ბღუჯა თმა და ჩაუდო ჯიბეში, როდესაც პლატონ მამარდაშვილმა უთხრა, გეყოფა ამდენი დამცირებაო, იქვე მდგომმა ნიღბიანმა სახის არეში დაარტყა რკინიანი ხელი, რა დროსაც მოტყდა კბილი და ცხვირ–პირიდან წამოუვიდა სისხლი. დაინახა, რომ ხელკეტებს ურტყამდნენ ვიბლიანსაც და ავალიანსაც… დერეფანში აიძულეს ჩაკუზულიყო და ამ მდგომარეობაში მყოფს დაახლებით 10 წუთი ურტყამდნენ ხელკეტებს. შემდეგ ლ. ცინდელიანთან ერთად გაიყვანეს ეზოში, სადაც მიწაზე ეყარნენ ვიბლიანი და ავალიანი. იქაც გააგრძელეს ცემა, რა დროსაც გაიგო პატიმრების ხმა, რომლებიც მოუწოდებდნენ, შეეწყვიტათ ცემა. შემდეგ ოთხივენი გადაიყვანეს №7 საპყრობილეში, სადაც საერთოდ გააშიშვლეს და გააგრძელეს ცემა, რის შემდეგაც შიშვლები შეყარეს საკანში. პლატონ მამარდაშვილი უარყოფს ვინმესთან ბუნტზე და არეულობაზე საუბარს, აცხადებს, რომ არც არავისთვის გაუწევია წინააღმდეგობა და არც დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებია. მისი აზრით, არეულობის და ხმაურის დაწყების მიზეზი გახდა პატიმრების ცემის ფაქტი სამკურნალო დაწესებულების ეზოში”.

 

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის თებერვალში, პატიმრებისთვის ამ ჯოჯოხეთად ქცეულ №7 გლდანის საპყრობილეში, როგორც ყველაზე სანიმუშო პენიტენციურ სისტემაში - ნიდერლანდელი კოლეგებისთვის ექსკურსიას უტარებდა სასჯელაღსრულების სისტემის იმდროინდელი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პარტიას „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელსაც დიდი ხნის შემდგომ, ალბათ მიეცემა ჩვეულ ატმოსფეროში, მეგის ქარდავასთან, თავის ყოფილ კოლეგასთან პაემანის საშუალება.

 

მეგის ქარდავას ძალადობაში კიდევ ერთი პატიმარი, მალხაზ არქანიაც ღიად ადანაშაულებს. მალხაზ არქანია 2011 წლის 5 თებერვალს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვისათვის დააკავეს ენგურის ხიდზე და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა თავად არქანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისგან წამებისა და არადაამიანური მოპყრობის სანაცვლოდ ცდილობდნენ აღიარებითი ჩვენების მოპოვებას, რომ თითქოს ის მონაწილეობდა 2008 წლიდან 2010 წლამდე მომხდარ აფეთქებებში.მისი წამების თაობაზე მსჯავრდებულმა მალხაზ არქანიამ 2011 წლის 22 ივნისს წერილობითი ახსნა-განმარტება დაწერა სახალხო დამცველის სახელზე, რომელშიც ნათქვამია: “2011 წლის 19 მაისს ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით გადმომიყვანეს №8 საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. აქ შემოყვანიდან მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია, რაზეც მან უთხრა ჩემთვის უცნობ ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში. ჩაყვანის დროს ისინი მირტყამდნენ. მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი”.

 

მალხაზ არქანია წერს, რომ ამის შემდეგ მან დაწერა აღიარებითი ჩვენება, რის შემდეგაც მოვლენები ასე განვითარდა: “ეს ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. შეყვანისას მეგის ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს ახლდა, ძალით შემაჭამა ის ქაღალდი. მერე უთხრა, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ და თან დააყოლა – „მოტყ**ით, მაგის დედა ვატირე!”

 

მიუხადავად გიორგი ტუღუშის ანგარიშებში მოყვანილი ფაქტებისა, მეგის ქარდავას 2006-2012 წ.წ. სამართალდამცავი უწყებების მხრიდან პრობლემა არასდროს არ შექმნია. პირიქით, ის მუდმივად ინარჩუნებდა მაღალ თანამდებობებს ძალოვან უწყებებში. სრულად მის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს რა ჩამოთვლის. ბოლო რვა წლის განმავლობაში - ის თავს აფარებდა ქართულ მართლმსაჯულებას თავისი პირადი მფარველის, მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით, ძირითადად უკრაინის ტერიტორიაზე. ხოლო მისი უკრაინული თავგადასავალი - ცალკე ისტორიის თემაა, რომლის გასაჯაროების დროც აუცილებლად მოვა", - წერს ქართველიშვილი.

 

ცნობისათვის, კიევიდან თბილისში სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აერპოპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.


ოფიციალური უწყებები კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

 

მეგის ქარდავას სავარაუდოდ, რუსთავის ციხეში გადაიყვანენ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.





მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე