ძალიან მინდა სააკაშვილი ჩამოვიდეს, სამუდამოდ, დავაწყნარებთ მას, იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს-ირაკლი ღარიბაშვილი

დავიწყოთ იქიდან, რომ მე ნამდვილად არ მჯერა, რომ სააკაშვილი გაბედავს და ჩამოვა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ღამის კურიერთან” განაცხადა.

 

„7 არჩევნები ჩავატარეთ, 7 არჩევნებში მოვუგეთ მის ამ ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ძალას და დათვალეს, რომ 16-ჯერ აქვს ადამიანს ნათქვამი, თუ „დამუქრებული“, რომ ჩამოვალ, ჩამოვალ, ჩამოვალ და. ა.შ. მაგრამ არ ჩამოდის. ვიცი რა, რომ ყურადღებას აღარ აქცევს თავის პარტიას, არც დაფინანსებას უგზავნის, არც არაფერს, სხვათაშორის მე გეტყვით, რომ 3 სახლს იშენებს უკრაინაში და ბიზნესმენების დატერორებით არის დაკავებული. ზუსტი ინფორმაცია მაქვს ჩვენი მეგობრებისგან. ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, ესა თუ ის ბიზნესმენი უკვეთავს სააკაშვილს კრიტიკას, ეს იღებს ამ კონკრეტული დავალების შესრულებაში კონკრეტულ გასამრჯელოს და ასე ცხოვრობს ეს ადამიანი, ჩვეულებრივი მავნებელი ადამიანი.

 

ჩამოვიდეს, ძალიან მინდა, რომ ჩამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდებთ, მასაც დავაწყნარებთ და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როდესაც გამოვკეტავთ ციხეში ამ ადამიანს.

 

სააკაშვილი დღეს არის ბრალდებული და მსჯავრდებული, მათ შორის, ძალიან მძიმე დანაშაულებებზე, მათ შორის, ერთ-ერთი გავიხსენე, თუნდაც ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის, ცემის ფაქტი, რომელიც სააკაშვილმა შეუკვეთა და ლამის მოკლეს ეს კაცი, გირგვლიანის საქმე, 26 მაისი, უამრავი ძალადობრივი საქმეები და მათ შორის, მე ძალიან მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენიათ, მთელი ეს ძალადობა, რაც ხდებოდა ქვეყანაში, ეს ხდებოდა სააკაშვილის გარეშე. ეს არის ძალადობრივი საქმეები და რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არ შევეკითხებით კანონი უნდა აღსრულდეს, თუ არ უნდა აღსრულდეს ამ მოძალადე ადამიანის მიმართ, ვინც წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20% დააკარგვინა, გადასცა კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი რუსეთს და რუსული ჯარი შემოიყვანა, დააბრუნა საქართველოში.

 

ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს ავუხსნით და მათ იციან ძალიან კარგად, ვინ არის სააკაშვილი. მე ინფორმაცია მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრების დაჟინებული თხოვნა, მუქარა მის მიმართ არის, რომ არ ჩამოვიდეს თბილისში.

 

მორიგი შოუ აქვს მოფიქრებული, რომ აქ, თავის გუნდს აჩვენოს, რომ მას უნდა ჩამოსვლა, მაგრამ ვინაიდან ესენი არ სთხოვენ ჩამოსვლას, მაშინ არ ჩამოვა. სხვათაშორის, მელია, რომელიც არანაკლებ არის მისი ხაზი და მისი პოლიტიკის გამტარებელი ჩვეულებრივი, მათ ერთხელ უკვე ერთად დაანგრიეს, მთელმა გუნდმა, ბანდამ, ჩვენი ქვეყანა და ამდენი უბედურება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას, მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ არავის. მათ შორის, მე გუნდის შიგნიდანაც ვიცი, რომ ისინიც ეწინააღმდეგებიან და მათაც კი არ სჯერათ სააკაშვილის ამ დაპირების, ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ჩამოვა თუ არა, დაუყოვნებლივ შევა ციხეში და რა თქმა უნდა, ამ პროცესს ვერავინ ამ ქვეყანაში, ამ მიწაზე, ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება, სახელმწიფო კანონის ძალით და კანონის სახელით ყველას მიუზღავს და თავის ადგილს მიუჩენს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე