მინდა წარმატება ვუსურვო და მივულოცო ყველას, ვინც დღეს გახდა ვეტერანთა წარმომადგენელი - კობა კობალაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის "ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის" წევრები, მიმდინარე წლის 16-18 სექტემბერს, გასვლით სხდომის ჩასატარებლად, იმყოფებოდნენ წეროვანის ლტოლვილთა დასახლების კულტურის სახლში, სადაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებისათვის, ომში მონაწილეობის ფაქტის დადგენის პროცედურა მიმდინარეობდა.

 

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთი დანაყოფია, რომლის თანამშრომლებმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, პირველი დარტყმა მიიღეს და მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს  რუსული არმიის მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან შემოტევას.  წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების მიერ, ოფიციალურად შექმნილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელებისათვის, გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა ომის მონაწილის სტატუსის მინიჭება.   

 

მიუხედავად არსებული სირთულეებისა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ძალისხმევით და ძალოვანი უწყებების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, მიღწეულ იქნა სამართლიანი შედეგი და დღესდღეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს, ომის ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ. მათ, ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭება, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და  სახელმწიფო რწუნებულმა მცხეთა-მთიანეთში, დავით ნოზაძემ პირადად მიულოცეს: ''მე, დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას, ასევე, იუსტიციას და სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის გაცვლასთან ერთად, კომისიის წევრების მუშაობასთან ერთად, ვისაც ეკუთვნოდა სტატუსის დადგენა, ჩვენ მოვახდინეთ და სტატუსი დაუდგინდათ. მე მინდა, წარმატება ვუსურვო მათ და მივულოცო ის, რომ გახდნენ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ღირსეული სოციალური ჯგუფის_ ვეტერანთა წარმომადგენლები'',_ განაცხადა კობა კობალაძემ. 

 

აქვე განვმარტავთ, რომ სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ზოგიერთი უწყების უპასუხისმგებლო ხელმძღვანელის, თუ მაღალჩინოსნის სიტყვიერი განკარგულებების საფუძველზე, მონაწილეობა აქვთ მიღებული მთელი რიგი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, თუმცა, ამ ფაქტის დოკუმენტური დადასტურება, არავის უფიქრია. გამომდინარე იქიდან, რომ ,,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონი უზღუდავს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს აღნიშნული კატეგორიების პირებისათვის სტატუსის მინიჭებას, განსხვავებით ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა, რაც დაღუპულ და ცოცხლად დარჩენილ მეომრებს შორის იწვევს უთანასწორო მიდგომას და დისკრიმინაციასაც კი. 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური,  მთავრობასთან შეთანხმებით, პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან მუდმივად მუშაობს კანონის ჰარმონიზაციისათვის და იმ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისათვის ომის მონაწილის სტატუსის მინიჭების საკითხის გადასაწყვეტად, რომლებმაც მიიღეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას.





მსგავსი სიახლეები
მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ზურაბ ჟვანიას მოედანზე 6-10 აპრილს ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება
სილვიო ბერლუსკონი ჰოსპიტალიზებულია
"დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ" - "უფლებები საქართველო"
რუსთაველის ფონდმა მაქს ვებერის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა
თიბისი ლიზინგმა „ტენესთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
"კეზერაშვილმა ხერხემლისგან წარმოშვა „ქურქუმალი“ და შემდეგ ისევ ხერხემალი გამოჩნდა ასპარეზზე" - გია ვოლსკი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით, რაც პირდაპირი მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს" - კახა კალაძე
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
"ამოქმედდა ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს" - კახა კალაძე
5 აპრილს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
როდიდან იცვლება ამინდი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე
Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს