შვეიცარია მიიღებს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაყინავს მათ აქტივებს
შვეიცარია მიიღებს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაყინავს მათ აქტივებს.
"როიტერი" ინფორმაციას შვეიცარიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გაგრძელების გათვალისწინებით, ფედერალურმა საბჭომ 28 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ 23 და 25 თებერვალს დაწესებული სანქციების პაკეტის თაობაზე“, – ნათქვამია ხელისუფლების განცხადებაში.
„როიტერის“ ინფორმაციით, შვეიცარიამ ასევე მიიღო ფინანსური სანქციები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რომლებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება.
„შვეიცარია კიდევ ერთხელ უდასტურებს სოლიდარობას უკრაინასა და მის ხალხს“, – ნათქვამია შვეიცარიის ხელისუფლების განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, კრიტიკას ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს -ირაკლი კობახიძე
"აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო"
შვეიცარია მიიღებს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაყინავს მათ აქტივებს
„განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება“
„ნება მომეცით, დაგისვათ ერთი კითხვა - როგორ აგვიხსნით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ ბრალდებული თქვენს მიერ წარდგენილია უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე?“